» » მიულერმა ანჩელოტი დაიცვა

მიულერმა ანჩელოტი დაიცვა

12-10-2017, 22:48 dachi8 სიახლეები 0

მიულერმა ანჩელოტი დაიცვა
„ბავარიის“ თავდამსხმელი თომას მიულერი თვლის, რომ გუნდის წარუმატებლობაში მხოლოდ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის დადანაშაულება არამართებულია.

Audi –ს ივენთზე რეპორტიორმა თომას მიულერთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა და ყოფილ და ახალ მწვრთნელებზე და მათ მუშაობაზე კითხვები დაუსვა:

- „გუნდი უცბად უცხო გალაქტიკიდან ფეხბურთის ჩვენებას ვერ დაიწყებს და ისეთი თამაშებიც გვექნება, რომლებიც კრიტიკას გამოიწვევს. თუ გუნდი მოედანზე არ დემონსტრირებს სათანადო თამაშს და არ ამართლებს მოლოდინებს, მაშინ ამაში უპირატესად ფეხბურთელები არიან დამნაშავენი. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, არ ღირს ანჩელოტისგან განტევების ვაცის შექმნა და არ უნდა ვიფიქროთ ახლა ჩვენ, რომ ავტომატურად ყველაფერი წარმატებით აგვეწყობა“, - ციტირებს მიულერის სიტყვებს Goal.

საინტერესო ფაქტია, რომ თუ იტალიელი სპეციალისტის „ბავარიაში“ ჩატარებულ მატჩებს გავიხსენებთ, კარლო ანჩელოტი მნიშვნელოვან მატჩებში თომას მიულერის გარეშე თამაშს ანიჭებდა უპირატესობას, რაც არაერთგვაროვან დავას იწვევდა პრესაში.

გერმანულ პრესაზე დაყრდნობით, იუპ ჰაინკესი მიულერს მოედანზე კვლავ თავისუფლებას ჰპირდება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია „თავისუფალი ზონების მაძიებლისათვის“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.