» » მოკლე ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

მოკლე ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

12-10-2017, 23:50 dachi8 ინტერვიუ 1

მოკლე ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბომბარდირმა (16 გოლი) და "ოქროს ბურთის" ნომინანტმა, "ბავარიის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ESPN FC-თან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

- რას ფიქრობთ გასულ 2016/17 სეზონზე კარლო ანჩელოტის მეთაურობით?

- „ჩვენ კარგად ვთამაშობდით კარლო ანჩელოტის პირველ სეზონში. ჩემი ტრავმა რომ არ ყოფილიყო, კარგი შანსები გვქონდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად. მე რომ 100 პროცენტით მზად ვყოფილიყავი მადრიდში თამაშისათვის, ჩვენ ნახევარფინალში გავიდოდით და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაც მოგვეგო.

- ამ სეზონის დასაწყისი მეტად მშფოთვარე გამოდგა. „ბავარია“ დორტმუნდის „ბორუსიას“ 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ კლუბ პსჟ-თან მარცხი განიცადა. ანჩელოტიმ კლუბი დატოვა და იუპ ჰაინკესმა ჩაიბარა. როგორია თქვენ იმედები?
- "ახალი სეზონი და ახალი გამოწვევა, ახალ მწვრთნელთან ერთად. ეს არც თუ ისე მარტივია იასპარეზო იმ კლუბში, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას მწვრთნელს იცვლის. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. დორტმუნდს 5 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ბევრი თამაშია დარჩენილი. პსჟ-თან მარცხის შემდეგ კი გაძლიერებული ვარჯიშები გველის წინ. ბოლომდე უნდა ვითამაშოთ და ვინ იცის შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაც მოვიგოთ და ბუნდესლიგაც".

- რას ფიქრობთ რუმენიგეს გამონათქვამზე იმის შესახებ, რომ „რეალი“ თქვენი „ოცნების კლუბია“?
- "მე ზუსტად არ ვიცი რა თქვა მან. უკეთესია თუ მას შეეკითხებით თუ რატომ თქვა ეს. შესაძლოა, რომ გამომცემლობამ არასწორი ციტირება გააკეთა მისი სიტყვების".

- წინა სეზონში თქვენ ძლიერ კრიტიკული იყავით „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის პროცესის მიმართ. თქვენ მხოლოდ მე-16 ადგილზე განთავსდით და ფინალურ "შორტლისტში" არ მოხვედრის შემდეგ მას „კაბარე“ უწოდეთ. რატომ?
- „არ ვიცი ზოგიერთი ფეხბურთელი თუ რატომ ხვდება 50-ე, მე-5 ან 25-ე ადგილზე. მნიშვნელოვანი მხოლოდ პირველი 3 ადგილია, ამიტომაც წინა წელს ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი, ასე ვთქვათ შოკირებული, რადგან თუ შენ „ბავარიაში“ თამაშობ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში და მრავალი გოლი გაქვს გატანილი ბუნდესლიგაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 ბომბარდირი ხარ... არ ვიცი რომელი ადგილი უნდა დამეკავებინა, მაგრამ ის ცოტათი სასაცილო იყო... შესაძლოა „სასაცილო“ ამის აღსაწერად ნამდვილად სწორი სიტყვაა.

- Ballon d'Or-ის (ოქროს ბურთი) აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- "არა, ასე არ ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ის ჩემთვის. „ბავარიის“ წარმატება უფრო მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. "ოქროს ბურთის" მოგებაზე არასოდეს არ ვყოფილვარ ფოკუსირებული".

- თქვენ ბუნდესლიგის ტიტულები დორტმუნდის „ბორუსიიდან“ და „ბავარიიდან“ გაქვთ. თქვენი ჯილდოების კომოდი გერმანული თასებითა და ჯილდოებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ თქვენ ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ერთ ფინალში გაქვთ ნათამაშები და მარცხი განიცადეთ. თქვენი მთავარი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგაა?
- "კი, გერმანიის თასის აღებისა და ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, ჩვენ სხვა ტიტულებზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი. წინა სეზონში ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ფეხბურთში რამოდენიმე წუთმა ყველაფერი შეიძლება შეცვალოს".
1
1

dachi8 (13 ოქტომბერი 2017 00:00)

ასე ლევან, ახლა უფრო მომწონხარ. არ გეკადრებოდა წინა კომენტარები შენ ab
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.