» » ულრაიხი: ძალიან რთულია შეცვალო ნოიერი

ულრაიხი: ძალიან რთულია შეცვალო ნოიერი

13-10-2017, 10:55 -ss- სიახლეები 0

ულრაიხი: ძალიან რთულია შეცვალო ნოიერი
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი სვენ ულრაიხი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 29 წლის კიპერის განცხადებით, მისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის შეცვლა, ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

"ნოიერი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, სწორედ ამიტომ მისი ჩანაცვლება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. როდესაც საკუთარ კარებში გოლს იღებ, ხვდები თუ რას ფიქრობს ხალხი. ისინი, რა თქმა უნდა, ფიქრობენ რომ ნოიერი ამ ბურთის მოგერიებას შეძლებდა. პირადად მეც ბევრი რამ ვისწავლე მანუელისგან. მაგალითად როგორ უნდა დახვეწო საკუთარი ტექნიკა, გამოავლინო სწრაფი რეაქცია და მოიგერიო მეტოქე გუნდის დარტყმები, მაგრამ ვფიქრობ ნორმალურია, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს აბსოლუტურად ყველა სახიფათო მომენტის განეიტრალებას."

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" კარის დარაჯი ასევე შეეხო, მიუნხენური კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელების მუშაობას და მათ შორის ერთგვარი პარალელები გაავლო.

"გუარდიოლა ძალზედ პოზიტიური პიროვნება იყო. იგი ყოველთვის ზუსტად და გარკვევით უხსნიდა ფეხბურთელებს, იმას თუ რას ელოდა მათგან. პეპის დროს, გუნდის მიერ გამართული ვარჯიშები, უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი, თუმცა იგი კიდევ უფრო მეტს მოითხოვდა ფეხბურთელებისაგან . გუარდიოლა საოცარი სპეციალისტია. რაც შეეხება, კარლო ანჩელოტის. ის ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, მას კარგი გეგმები ჰქონდა"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი, სვენ ულრაიხის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.