» » მარტინესი: იუპის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო

მარტინესი: იუპის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო

13-10-2017, 11:20 -ss- სიახლეები 0

მარტინესი: იუპის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო
მიუნხენური კლუბის ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი, "ბავარიის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, იუპ ჰაინკესის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გამართლებული იყო.

"ვფიქრობ, ჰაინკესი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თავს წარმატებით გაართმევს. "ბავარიის" ფეხბურთელების ნაწილმა, მისი მეთოდების შესახებ იციან, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ცვლილებებთან ადაპტირება გუნდს არ გაუჭირდება. იუპის დანიშვნა გამართლებული გადაწყვეტილება იყო. ის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტია და მან ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა იმუშაოს, არც თუ ისე მარტივ სიტუაციაში"-აღნიშნა მარტინესმა

ჟურნალისტებთან საუბრისას, 29 წლის ნახევარმცველი ასევე შეეხო, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ პარიზში განცდილ მარცხს და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხსენებული ფაქტისა "ბავარია" კვლავაც ინარჩუნებს შანს იბრძოლოს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებისათვის.

"ბაიერნი ინარჩუნებს შანს, მოიგოს ყველა ის ტურნირი სადაც კი ასპარეზობს. პარიზში განცდილი მარცხი, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო, თუმცა ეს ფინალი არ ყოფილა. ჩვენ ასვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გერმანიის ჩემპიონატის, ზედიზედ მეექვსედ მოგება ვიზეიმოთ"-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Antena 2- ესპანელი ლეგიონერის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.