» » Bild: მარკ ვან ბომელი არიენ რობენის შესახებ საუბრობს

Bild: მარკ ვან ბომელი არიენ რობენის შესახებ საუბრობს

13-10-2017, 12:38 -ss- სიახლეები 1

Bild:  მარკ ვან ბომელი არიენ რობენის შესახებ საუბრობს
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი, სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, არიენ რობენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ვეტერანი ფეხბურთელი, "მფრინავი ჰოლანდიელის" მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ რობენი ნაციონალური გუნდიდან წასვლას, მაჟორულ ნოტაზე იმსახურებდა.

"როდესაც საქმე ეხება ისეთ გამორჩეულ ფეხბურთელს, როგორიც არიენ რობენია, აუცილებელია ითქვას, რომ იგი ნაკრებიდან ღირსეულ წასვლას იმსახურებდა. სამართლიანი იქნებოდა თუკი ეს ფეხბურთელი თავის შთამბეჭდავ სანაკრებო კარიერას, სულ სხვანაირად დაასრულებდა. მაგალითად, გადამწყვეტი გამარჯვების შემდგომ. რობენი ცოცხალი მაგალითია, იმისა თუ როგორ უნდა დაიხარჯო მოედანზე, სრული ასი პროცენტით"-აღნიშნა მარკ ვან ბომელმა, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, არიენ რობენმა სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნულ გუნდს დაემშვიდობა. მისი დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში, შორეულ 2003 წელს შედგა. ნაციონალური გუნდის მაისურით, რობენმა 96 შეხვედრა გამართა. გახდა 37 გატანილი გოლის ავტორი. ზემოხსენებული ფეხბურთელი არის 2004 წლის ევროპისა და 2014 წლის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე 2010 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.
1
0

dachi8 (13 ოქტომბერი 2017 22:09)

რობენ ბავარიიდან გაგაცილებენ დამსახურებულად rekordera rekordera
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.