» » კლაუს აუგენტალერი: არასოდეს თქვა არასოდეს

კლაუს აუგენტალერი: არასოდეს თქვა არასოდეს

13-10-2017, 13:18 -ss- სიახლეები 0

კლაუს აუგენტალერი: არასოდეს თქვა არასოდეს
კლაუს აუგენტალერი, რომელიც შორეულ 1976-1991 წლებში, მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, გერმანულ გრანდში იუპ ჰაინკესის დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ყველასათვის ცნობილი ფრაზა "არასოდეს თქვა არასოდეს" მწვრთნელებთან მიმართებით, განსაკუთრებით პოპულარულია და შესაბამისად, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

"შედეგს ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მე ვიმყოფებოდი მიუნხენში და შემიძლია ვთქვა, რომ იუპ ჰაინკესის დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარს უფრო მეტი სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე ეს უწინ, კარლო ანჩელოტის შემთხვევაში იყო. არ მსურს, ვიყო კრიტიკული ადამიანზე, რომელიც უკვე კლუბში აღარ იმყოფება. გამაკვირვა თუ არა ჰაინკესის დაბრუნებამ? ვიცი სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკა, აქ იდეა "არასოდეს თქვა არასოდეს" განსაკუთრებით აქტუალურია"-აღნიშნა აუგენტალერმა.

ზემოხსენებული ვეტერანი ფეხბურთელისაგან განსხვავებით, ბავარიულ კლუბში, იუპ ჰაინკესის დაბრუნება სიურპრიზი აღმოჩნდა არიენ რობენისათვის. შემტევი ნახევარმცველის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის გაგებით, იგი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

"მე ნიდერლანდებში ვიმყოფებოდი. ადგილობრივ სპორტულ გამოცემებში კი არ წყდებოდა სპეკულაციები "ბაიერნის" ახალი მწვრთნელის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშონს, რომ იუპ ჰაინკესის სახელი არცერთ ამ ინფორმაციაში არ იყო მოხსენიებული. "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი დანიშვნა, ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. იუპის გადაწყვეტილებით ნამდვილად ბედნიერი ვარ"-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.