» » მომავალი მეტოქე: ფრაიბურგი

მომავალი მეტოქე: ფრაიბურგი

14-10-2017, 16:03 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: ფრაიბურგი
კეთილი იყოს შენი დაბრუნება იუპ!!! ლეგენდარული მწვრთნელის დაბრუნების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს ჰაინკესის თავკაცობით პირველად სწორედ დღეს ვიხილავთ.

ალიანს არენას ბადენ-ვიურტენბერგიდან ფრაიბურგი ეწვევა რომლისთვისაც ქულები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან შვარცვალდ-შტადიონის ბინადრები ბუნდესლიგის ცხრილში რიგით მე-15 პოზიციაზე არიან, მის ქვევით მყოფ ჰამბურგს კი მხოლოდ ერთი გატანილი გოლით ჯაბნიან.

ფავორიტის სტატუსით რასაკვირველია ბავარიული გრანდი სარგებლობს თუმცა კრისტიან შტრაიხის გუნდს რომ სიურპრიზების მოწყობა შეუძლია ამაში წინა ტურშიც დავრწმუნდით როდესაც ფრაიბურგმა საკუთარ მოედანზე იულიან ნაგელსმანის მიერ დამოძღვრილ ჰოფენჰაიმს ანგარიშით 3:2 მოუგო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

მოკლედ ვთქვათ რომ შტრაიხის გუნდმა უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ერთი თამაში წააგო თუმცა მხოლოდ ამდენივე მოიგო, საბოლოოდ გუნდმა ხსენებული დაპირისპირებებიდან 6 ქულა მოიპოვა რაც ფრაიბურგის კალიბრის გუნდისთვის ალბათ არცთუ ისე ცუდი შედეგია.

ახლა კი იუპ ჰაინკესს და მის კომპანიას დავუბრუნდეთ რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ლეგენდარული დაბრუნება რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა ბაიერნის გულშემატკივრებისთვის იმედისმომცემი გამოდგა, ახლა კი მხოლოდ დრო გვიჩვენებს იმას თუ რა შედეგს მოიტანს გრანდიოზული „ქამბექი“ მიუნხენული გრანდისთვის.

მოგახსენებთ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ, კერძოდ მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ფრაიბურგმა უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ერთადერთი გამარჯვება კი მომავალმა სტუმრებმა 2015 წლის 16 მაისს ალიანს არენაზე მოიპოვეს როდესაც ბასტიან შვაინშტაიგერის გოლს ფრაიბურგელებმა მეჰმედისა და ნილს პეტერსენის მიერ გატანილი გოლებით უპასუხეს.

დანაკლისი კი ორივე გუნდს აქვს, ბავარიელებს მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი, ხუან ბერნატი, ფრანკ რიბერი და ნიკლას ზულე დააკლდება, ხოლო ფრაიბურგელთა მხრიდან მოედანზე გულდე, კემპფი, აბრაში, მეფერტი და სიერო ვერ გამოვლენ.

ასე რომ, დღეს ბაიერნის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გაიმართება, იუპს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის რანგში დღეს 17:30 საათიდან ალიანს არენაზე ვიხილავთ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.