» » კომენტარები: ბაიერნი 5 - 0 ფრაიბურგი

კომენტარები: ბაიერნი 5 - 0 ფრაიბურგი

15-10-2017, 02:16 dachi8 მიმოხილვა 1

კომენტარები: ბაიერნი 5 - 0 ფრაიბურგი
5 გოლი, 3 ქულა და კიდევ იუპ ჰაინკესის წარმატებული დაბრუნება „ალიანც არენაზე“, საუკეთესო სცენარით განვითარდა. ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ „ბავარიელთა“ რიგებში ყველანი კმაყოფილები იყვნენ. „მნიშვნელოვანი იყო კარგად დაგვეწყო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა ჰაინკესმა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „მნიშვნელოვანი იყო კარგად დაგვეწყო. ამ გამარჯვების წყალობით ძალებში რწმენა დაბრუნდება. კარგად ვიყავით განლაგებულნი მოედანზე და კარგად ვფლობდით ბურთს. თუმცა ამჟამინდელ ჩვენს სიტუაციაში არ ღირს ამ გამარჯვების გადაჭარბებით შეფასება. პოზიტიური მომენტი კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ გუნდმა შეტევა კვლავ გააგრძელა მას შემდეგ, როდესაც ანგარიში 2:0 გახდა. ეს პოზიტიური დაწყებაა, გასული რთული კვირების შემდეგ. მაგრამ წინ ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გველის“.

თომას მიულერი: „შესანიშნავი მომენტი! რა თქმა უნდა დაძაბულობა მაღალი იყო, საშინაო მატჩში ჩვენ მაშინვე გვსურდა საუკეთესო კუთხით გვეჩვენებინა ჩვენი თავი. ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ახლა კონცენტრირებულად და ფხიზლად უნდა მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის“.

მათს ჰუმელსი: „ასეც წარმოგვედგინა ჩვენ ყველაფერი. დღეს კარგი თამაში ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა 5:0 ეს მშვენიერია, მაგრამ რამოდენიმე სახიფათო მომენტებიც იყო ჩვენს კართან. სიამოვნება მივიღეთ დღევანდელი თამაშიდან“.

კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მწვრთნელი): „რა თქმა უნდა ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან მეტის იმედი გვქონდა. 2 კონტრშეტევა სიმპტომატური გახლდათ. „ბავარიის“ წინააღმდეგ გარკვეულად უნდა ითამაშო ბოლომდე. ჩვენ ყველა ძალა გავიღეთ, მაგრამ საფეხბურთო კუთხით არასაკმარისად კარგად გამოვიყურებოდით. ძალიან ადვილად მივეცით „ბავარიას“ იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი ანგარიშით მოეგოთ“.

ფლორიან ნიდერლეხნერი (ფრაიბურგის ფეხბურთელი): „პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შენ თუ გამარჯვება გინდა „ბავარიასთან“, მაშინ ყველა მომენტი უნდა გამოიყენო. ჩვენ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში ჩვენ შანსები არ გვქონდა“.
1
0

FCBAYERN (15 ოქტომბერი 2017 19:23)

დაჩი სტატია რატომ მომპარე ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.