» » სალიხამიჯიჩი: "ეს პირველი ნაბიჯი გახლდათ"

სალიხამიჯიჩი: "ეს პირველი ნაბიჯი გახლდათ"

15-10-2017, 19:30 dachi8 მიმოხილვა 0

სალიხამიჯიჩი:
„მატჩის ყურება ერთ სიამოვნებად ღირდა“, - განაცხადა „ბავარიის“ სპორტულმა დირექტორმა ხასან სალიხამიჯიჩმა, „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ. გერმანულმა რეკორდმაისტერმა "ფრაიბურგის" კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა, რომელიც ამ სეზონში ყველაზე მსხვილი ანგარიშით მოგება გახდა. „ჩვენ კმაყოფილნი ვართ ჩვენი თამაშით“, - განაცხადა თომას მიულერმა.

შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე, „ალიანც არენაზე“ ძველი-ახალი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც აღფრთოვანებით შეეგება 75 000 გულშემატკივარი. „ეს განსაკუთრებული მომენტი იყო“, ყვება ჰაინკესი. მომდევნო საათ-ნახევარმაც მას სიამოვნება მიანიჭა.

კომპაქტურები დაცვაში - ეფექტურები შეტევაში

„ჩვენ სწორად ვიყავით ზონებზე განლაგებულნი, კარგად ვცვლიდით ტემპს და სწორად ვფლობდით ბურთს“, - გააანალიზა თამაში 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელმა. „ბავარია“ თამაშის 70 პროცენტი ფლობდა ბურთს, სადაც 10 დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში და მხოლოდ 2 დარტყმის საშუალება მისცა მეტოქეს. იულიან შუსტერის ავტოგოლის შემდეგ და შედეგიანი თავური დარტყმით კინგსლი კომანის შესრულებით „ბავარიელები“ ანგარიშით 2:0 გავიდნენ შესვენებაზე.

„ერთ-ერთი პოზიტიური მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდმა შეტევა გააგრძელა მას შემდეგ, რაც ანგარიში 2:0 გახდა“, - შეაქო თავისი გუნდი ჰაინკესმა. მე-2 ტაიმში ალკანტარას, რობერტ ლევანდოვსკისა და იოშუა კიმიხის მონდომებით „ფრაიბურგის“ კარში კიდევ 3 გოლი გავიდა. განსაკუთრებით ლამაზი ბოლო გოლი გამოვიდა, როდესაც კიმიხმა შეტევა ეფექტურად ქუსლით დაასრულა და საბოლოო ანგარიში 5:0 გახადა. „დღეს ჩვენ დიდი სიამოვნებით ვთამაშობდით. განსაკუთრებით გუნდურმა სულისკვეთებამ გამახარა. ყველანი ერთმანეთს ეხმარებოდნენ და მხარში ედგნენ“ - იძახის ჰაინლესი. მაგრამ მატჩს ცუდი ამბის გარეშე არ ჩაუვლია, მე-2 ტაიმში მხარის ტრავმა ხავი მარტინესმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ოთხშაბათს გუნდს გამოცდა ელოდება

მსხვილი მოგების წყალობით, გუნდში ხასიათი გაცილებით გამოკეთებულია. თუმცა, ეიფორიაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მთავარია შედეგის შეფასების გადაჭარბება არ მოხდეს და ყველაფერი სწორად გაანალიზდეს. „ყველაფერი არ ყოფილა იდეალურად. ჩვენ კიდევ გვჭირდება ბევრი მუშაობა, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია. მთლიანად მომდევნო მატჩისთვის უნდა ვკონცენტრირდეთ“, - აცხადებს მიულერი.

დასვენებისათვის დიდი დრო „ბავარიელებს“ არ აქვთ. უკვე კვირა დღეს გუნდმა მომზადება დაიწყო „სელტიკთან“ მატჩისთვის. „ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა ჰაინკესმა.

„გამარჯვებამ ძალებში რწმენა დაგვიბრუნა. გვსურს მუშაობა კონცენტრირებულად გავაგრძელოთ და მომდევნო მატჩში ჩვენი დონე დავამტკიცოთ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი გახლდათ“, - განაცხადა ჰასან სალიხამიჯიჩმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.