» » ბოატენგი: "ბაიერნიდან" წასვლაზე ვფიქრობდი

ბოატენგი: "ბაიერნიდან" წასვლაზე ვფიქრობდი

16-10-2017, 11:54 -ss- სიახლეები 0 24

მიუნხენური კლუბის ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მასსა და კარლო ანჩელოტს შორს არსებულ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტის კლუბში მუშაობის პერიოდში, იგი "ბაიერნიდან" წასვლას განიხილავდა. 29 წლის უკანახაზელის განცხადებით, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, მას გუნდის ლიდერებთან საუბარი ჰქონდა.

"მე არ მომეცა საშუალება კარლო ანჩელოტისთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში მემუშავა, რადგანაც მას ხშირად უწევდა ჩემი ნახვა, ტრავმირებულ მდგომარეობაში. ზაფხულში, ჩვენი გუნდის რამოდენიმე ლიდერს ვესაუბრე და ვკითხე, თუ როგორ ხედავდნენ ისინი გუნდში ჩემს როლს. მათთან საუბრისას ვაღიარე, რომ "ბაიერნიდან" წასვლაზე ვფიქრობდი"

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, "ბავარიელთა" ცენტრალური მცველი ასევე შეეხო, კლუბში იუპ ჰაინკესის დაბრუნების თემას და შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა.

"იუპ ჰაინკესის დამოკიდებულება ასეთია: მას სურს გუნდს დაუბრუნოს რაღაც, სანაცვლოდ იმისა, რაც მან ამ კლუბისგან მიიღო. ეს ყველაფერი კი "ბავარიისათვის" ძალზედ სასარგებლოა. არც თუ ისე ბევრი მწვრთნელი ფლობს, მსგავს დახვეწილ უნარს, ჰქონდეს შესანიშნავი ურთიერთობა ფეხბურთელებთან. ჰაინკესის მიზანია, საკუთარი ფეხბურთელები სრულყოფილებამდე მიიყვანოს."-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი, ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..