» » ლევანდოვსკი: "მეტად მნიშნელოვანი მატჩი"

ლევანდოვსკი: "მეტად მნიშნელოვანი მატჩი"

16-10-2017, 22:01 dachi8 სიახლეები 0

ლევანდოვსკი:
მან ჯერ პოლონეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, შემდეგ კი წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი. ხოლო ქალაქ კუზნია-რაციბორსკაიაში მის საპატივცემულოდ ქუჩას მისი სახელი მიანიჭეს. რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ოქტომბერს განიცდის. მოედანზეც 29 წლის ფორვარდს მშვენივრად მისდის საქმეები. შაბათს ლევანდოვსკიმ „ფრაიბურგთან“ მატჩში თავისი მე-9 გოლი გაიტანა ამ სეზონში ბუნდესლიგაში. თითოეულ საშინაო მატჩში მან შეძლო თავი გამოეჩინა (6 გოლი), ხოლო ოთხშაბათს „ალიანც არენას“ სტუმრად „სელტიკი“ ეწვევა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. 3 ქულა 2 მატჩის შემდეგ ძალიან ცოტაა ჩვენთვის“, - განაცხადა ლევანდოვსკიმ FC Bayern.tv live-თანინტერვიუსას. კომპაქტურად დაცვაში და ეფექტურად შეტევაში - ასე სურთ „ბავარიელებს“ ითამაშონ შოტლანდიელების წინააღმდეგ.

„გამარჯვებიდან გამარჯვებამდე“

ლევანდოვსკი კმაყოფილი დარჩა იუპ ჰაინკესის პირველი კვირის სამწვრთნელო მოღვაწეობით. „მას სურს, რომ ჩვენ დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. ვარჯიშებზე თითოეული გადაცემა, თითოეული დარტყმა კარის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. წინ უნდა მივიწევდეთ როგორც ერთი გუნდი და ვეცადოთ ფეხბურთისაგან სიამოვნება მივიღოთ“.

თავისი გოლებით ლევანდოვსკი ნამდვილად ხელს უწყობს კოლექტივში კარგი განწყობის შექმნას. თავის ბოლო 12 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე პოლონელმა თავდამსხმელმა 10-ჯერ გამოიჩინა თავი. 24 გოლით ანგარიშზე ის ყველაზე შედეგიანი უცხოელი ბომბარდირია „ბავარიის“ ისტორიაში. ლევანდოვსკის, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრს, სურს „ფრაიბურგის“ ტრიუმფი ახალი სერიის დასაწყისი გახდეს: „ჩვენ გამარჯვებიდან გამარჯვებისკენ უნდა მივიწევდეთ“, - იძახის პოლონელი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.