» » ბავარიელები მზად არიან სელტიკთან შეხვედრისათვის

ბავარიელები მზად არიან სელტიკთან შეხვედრისათვის

17-10-2017, 20:53 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები მზად არიან სელტიკთან შეხვედრისათვის
ჯერ „ბავარიაში“ დაბრუნება, შემდეგ ბუნდესლიგაში. ოთხშაბათს საღამოს 1607 დღის შემდეგ 2013 წლის ტრიუმფიდან, იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება, სადაც „ბაიერნი“ „სელტიკს“ დაუპირისპირდება. „ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, მაგრამ არც ერთი მოგებული ფინალი არ გადამითვალიერებია თავიდან, სადაც მონაწილეობა მიმიღია, აწყმოთი ვცხოვრობ. "ბავარიას" ამ ტირნირზე დიდი ამბიციები აქვს, ისევე როგორც მე და ჩემს გუნდსაც" - ყვება 72 წლის სპეციალისტი.

ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „ბავარიელების“ რიგებში ყველანი მზად არიან შოტლანდიის ჩემპიონებთან 3 ქულა მოიპოვონ. პსჟ-თან მარცხს საპასუხო მოგებით უნდა უპასუხონ. „მთლიანი გუნდი აცნობიერებს მოახლოებულ ამოცანას. მოტივირებულნი ვართ და გვსურს კარგი შედეგი მივიღოთ ხვალ. ეს მნიშვნელოვანი მატჩია“ - იძახის ბოატენგი.

მთავარია სათანადო ვერ შეფასებას არ ჰქონდეს ადგილი

„რთული იქნება“, - იძახის ტიაგო - „სელტიკი“ - ტიპიური გუნდია ბრიტანიის კუნძულებიდან“. ჰაინკესი თვლის, რომ მისი გუნდი „ძლიერ და აგრესიულ კოლექტივს“ დაუპირისპირდება. „ეს კონკურენტუნარიანი გუნდია, ამიტომ ჩვენ შესაბამისად უნდა ვიყოთ მომზადებულნი“. ჟერომ ბოატენგი: „ეს ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელმაც კარგად იცის დაცვიდან შეტევაში გადართვა. მათ გუნდში სწრაფი ფეხბურთელები ყავთ. მაგრამ ჩვენ პირველივე წუთებიდან გვსურს შეტევაში გადავიდეთ და სწრაფი გოლი გავიტანოთ“.

ჰაინკესი თავის შეგირდებს აფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგის სათანადოდ ვერ შეფასებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. შოტლანდიელებს ჩემპიონატში 56 მატჩია რაც არ წაუგიათ. „სელტიკი“ 6 სეზონის განმავლობაში ხდება ჩემპიონი. გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მათ მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ ფრე ითამაშეს. მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ყავთ. მე ჩემის მხრივ ველოდები, რომ ჩემი გუნდი იმ თამაშს აჩვენებს, რომელიც „ფრაიბურგთან“ ითამაშა და გააუმჯობესებს კიდეც“, - განაცხადა „ბავარიელების“ დამრიგებელმა.


მარტინესი გამოაკლდათ, ვიდალი დაბრუნდა

საკადრო თვალსაზრისით ჰაინკესს მოუწევს გუნდის გადაწყობა. ხავი მარტინესი მხარის ტრავმის გამო ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას. „სამწუხაროა, რომ ის გამოგვაკლდა მაგრამ ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს და შეგვიძლია მისი კომპენსირება“ - იძახის ჰაინკესი. მარტინესის პოზიციაზე საყრდენ ზონაში შეიძლება სებასტიან რუდიმ, კორენტენ ტოლისომ და არტურო ვიდალმა ითამაშონ, რომელიც უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულია. საბოლოო გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე ჰაინკესი მატჩის დღეს მიიღებს. „გუნდი მეტად მოტივირებულია“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.