» » ჰუმელსი: "ჰაინკესის რჩევები გავითვალისწინე"

ჰუმელსი: "ჰაინკესის რჩევები გავითვალისწინე"

17-10-2017, 21:32 dachi8 სიახლეები 1

ჰუმელსი:
„ბავარიის“ მცველი მათს ჰუმელსი ყვება თუ როგორ მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიურ „სელტიკთან“ შეხვედრისათვის მზადება.

„გულწრფელად რომ ვთქვა, განსაკუთრებით არ მიფიქრია „სელტიკთან“ შეხვედრაზე დღევანდელ დღემდე. მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ამ მატჩში დომინირება გვსურს. ერთად დავსხდებით და ერთად განვსჯით მოახლოებულ შეხვედრას. არ ვფიქრობ, რომ „ბავარია“ ამ ეტაპზე ზეწოლას განიცდის - წინა სეზონში ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურშიც წავაგეთ „ატლეტიკოსთან“. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ „ფრაიბურგთან“ შეხვედრაში. ეს გამარჯვება ფუძემდებელი გახდება. იუპ ჰაინკესი ძალიან მომთხოვნია ვარჯიშებზე. ის ჩვენგან ინტენსიურ თამაშს ითხოვს და მუდმივად რაღაცის შესწორებაშია, თუ ჩვენ რაიმეს ისე არ ვაკეთებთ. პირადად მე ის მომეწონა, რაც მე მან მითხრა და მისი რჩევები გავითვალისწინე“.

მათს ჰუმელსისათვის იუპ ჰაინკესი „ბავარიაში“ მე-3 მწვრთნელია, პირველი ოტმარ ჰიტცფელდი გახლდათ, თუმცა 19 წლის მათსმა გენერალთან ნახევარი სეზონიც კი ვერ გაატარა, 2008 წლის იანვარში კლუბი დატოვა და დორტმუნდის „ბორუსიაში“ იჯარით გადავიდა. ხოლო, ჰიტცფელდის შემდგომ მიუნხენური გრანდი, იურგენ კლინსმანმა ჩაიბარა, რომელმაც გერმანელი ნიჭიერი მცველის თავის გუნდში ხილვა არ ისურვა, ამიტომ ჰუმელსი 2009 წლის თებერვალში 4,5 მილიონ ევროდ „ბორუსიამ“ შეიძინა. 2016 წელს ჰუმელსი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა კარლო ანჩელოტის მეთაურობით და მან „ბავარიასთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა.
1
1

-ss- (17 ოქტომბერი 2017 21:52)

ამ შეხვედრასაც ჰანდიკაპით მოვიგებთ bayern rekordera rekordera
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.