» » შმეიხელმა ფავორიტი გოლკიპერი დაასახელა

შმეიხელმა ფავორიტი გოლკიპერი დაასახელა

17-10-2017, 21:58 dachi8 სიახლეები 0

შმეიხელმა ფავორიტი გოლკიპერი დაასახელა
ყოფილი “მანჩესტრ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მეკარემ პეტერ შმეიხელმა თავისი ფავორიტი გოლკიპერი დაასახელა.

„მუდმივად მეკითხებიან, თუ ვის ვთვლი საუკეთესო მეკარედ მსოფლიოში. ამ დროისათვის ჩემს ფავორიტ გოლკიპერს გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ 1-ლი ნომერი, მანუელ ნოიერი წარმოადგენს. ეს მისი სტილის დამსახურებაა, რომელსაც ის მთელს მსოფლიოს ანახებს. მანუელი ძალიან მამაცი ფეხბურთელია და ახალგაზრდობაშიც ასეთივე იყო. ზუსტად ამის გამო მე ის ძალიან მიყვარს და ვაფასებ“, - იძახის შმეიხელი.

დანიელი მეკარე პეტერ შმეიხელი 4-ჯერ დასახელდა დანიის საუკეთესო მეკარედ, 3-ჯერ დანიის საუკეთესო ფეხბურთელად, 4-ჯერ იქნა შეყვანილი ჩემპიონთა ლიგის „სიმბოლურ გუნდში“, 4-ჯერ დასახელდა ევროპის საუკეთესო მეკარედ, 2-ჯერ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ, შეყვანილია ინგლისური ფეხბურთის „დიდების დარბაზში“ და IFFHS-ს ვერსიით მე-7 ადგილზეა მე-20 საუკუნის საუკეთესო მეკარეებს შორის.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.