კალმუნდი: ჰაინკესი ჯადოქარი არ არის
ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილი მენეჯერი რაინერ კალმუნდი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენური კლუბის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გერმანულ გრანდს სამ ტურნირზე ასპარეზობა გაუჭირდება, რადგანაც შეტევით ზეონაში, "ბავარია" ფეხბურთელების დეფიციტს განიცდის.
"ჰაინკესი ჯადოქარი არ არის. მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრ-ფორვარდია, ხოლო ფლანგებზე ორი შემტევი ნახევარმცველი, რომლებიც ახალგაზრდები უკვე ნამდვილად არ არიან. შესაძლებელია ამ ჩამონათვალს, ახალგაზრდა კინგსლი კომანიც დავუმატოთ. ეს ყველაფერი კი, არ არის საკმარისი გუნდისათვის, რომელიც სამ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს."-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Sport1-ი, 68 წლის სპეციალისტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, დღეს მიუნხენის "ბაიერნი", უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, შოტლანდიურ საფეხბურთო კლუბ "სელტიკს" დაუპირისპირდება. "ალიანც არენაზე" გასამართი ზემოხსენებული მატჩი, თბილისის დროით 22:45 საათზეა ჩანიშნული.