» » RNZ: ჰაინკესი იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს

RNZ: ჰაინკესი იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს

18-10-2017, 12:43 -ss- სიახლეები 1

RNZ: ჰაინკესი იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა თავკაცის, იულიან ნაგელსმანის შესახებ საუბრობს. გერმანულ სპორტულ გამოცემა, Rhein Neckar Zeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, 72 წლის სპეციალისტი ნაგელსმანს, რამდენიმე წელი "ჰოფენჰაიმის" დატოვებას არ ურჩევს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებისათვის, საერთაშორისო ტურნირებზე გამოცდილების მოპოვება, აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.

"ჰოფენჰაიმის" რიგებში, კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა, ნაგელსმანისათვის შესაძლოა უკეთესიც კი იყოს. ამ დროის განმავლობაში, იულიანი საერთაშორისო ტურნირებზე საჭირო გამოცდილებას მიიღებს. ვიმედოვნებ, რომ "ბაიერნს" გერმანელი სპეციალისტი ჩაიბარებს. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახლგაზრდა მწვრთნელები, რომლებიც აღიარებას იმსახურებენ"-ციტირებს იუპ ჰაინკესის სიტყვებს გამოცემა RNZ-ი."

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ბერტი ფოგთსმა. მისი თქმით, იუპ ჰაინკესმა შესაძლოა მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლოს, "ბავარიის" რიგები არ დატოვოს და მიუნხენურ კლუბში მუშაობა, კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს.

"არ ვარ დარწმუნებული რომ ჰაინკესი, მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს. ვფიქრობ, ყოველივე ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვისი მოყვანის შესაძლებლობა ექნება კლუბს, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ჩემთვის ნათელია, რომ კლუბის მომავალ თავკაცს, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილება უნდა გააჩნდეს. ამის გათვალისწინებით კი იურგენ კლოპი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურაა. რაც შეეხება, ტომას ტუხელს, არ ვფიქრობ რომ იგი აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება"-აღნიშნა 70 წლის გერმანელმა მწვრთნელმა.
1
0

dachi8 (18 ოქტომბერი 2017 14:51)

ნაგელსმანი ადრეა ჯერ ბავარიაში. გამოცდილება უნდა დააგროვოს.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.