» » კომენტარები: "ბაიერნი" 3 - 0 "სელტიკი"

კომენტარები: "ბაიერნი" 3 - 0 "სელტიკი"

19-10-2017, 14:02 -ss- სიახლეები 2

კომენტარები:
18 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, შოტლანდიური საფეხბურთო კლუბი "სელტიკი" მიიღო და ანგარიშით 3-0 იმარჯვა. თომას მიულერის, იოშუა კიმიხისა და მატს ჰუმელსის გოლების წყალობით, "ბავარიელებმა" საკუთარ აქტივში, მორიგი სამი ქულა მიითვალეს. გთავაზობთ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

თომას მიულერი: " ფრაიბურგთან გამარჯვების შემდგომ, ჩვენ საკმაოდ მოტივირებულები ვიყავით. გულშემტაკივრებით სავსე არენაზე, მორიგი სამი ქულის აღება გვინდოდა. სწორედ ამიტომ, მატჩის პირველივე წუთებიდან, მძლავრად ვმოქმედებდით და მეტოქე გუნდის მიერ დატოვებული თავისუფალი ზონების ათვისება დავიწყეთ. ჩვენ გამუდმებით ვუტევდით, თუმცა აღსანიშნავია, რომ გაცილებით მეტი საგოლე მომენტები უნდა შეგვექმნა"

ჟერომ ბოატენგი: "შეხვედრა საკმაოდ კარგად დავიწყეთ, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. მატჩის პირველი ტაიმი, შეგვიძლია ჩვენი გუნდის აქტივში მივითვალოთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, გაუფრთხილებლად ვმოქმედებდით და ბევრი შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ მიუხედავად ამისა გოლების გატანა კვლავაც შეგვეძლო. ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები, თამაშისაგან სიამოვნებას იღებენ"

არიენ რობენი: "ღირსეულად ვითამაშეთ, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. გვსურს წინსვლა გავაგრძელოთ და საკუთარი თამაში გავაუმჯობესოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი მატჩის განმავლობაში, საკუთარ კარებში გოლი არ მიგვიღია. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ გუნდმა სტაბილურობა დაიბრუნა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ : ბაიერნი სწორ გზას ადგას ! "

იუპ ჰაინკესი: "ბაიერნს პლეი-ოფში გასვლის პრეტენზია აქვს, სწორედ ამიტომ დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. გუნდმა დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა, ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ჩვენი შესაძლებლობები არ გამოგვიყენებია. ვითამაშეთ ისე, როგორც უნდა გვეთამაშა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდს დაცვაში თამაშის დროს, ბევრი საშუალება მივეცით"

ბრენდან როჯერსი (სელტიკის მთავარი მწვრთნელი) -"სიმართლე, რომ ვთქვა მეტოქეს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ჩემს ფეხბურთელებს შეეძლოთ მათ გამკლავებოდნენ. მეორე ტაიმში ცუდათ არ გვითამაშია, ჩვენი მოქმედება სახიფათოც კი იყო. მიუხედავად ამისა რეალისტები უნდა ვიყოთ და მეტოქე გუნდის დონის გათვალისწინებით, გავაცნობიეროთ ის თუ ვის ვეთამაშებით. ჩვენ რამოდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა სამომავლოდ ეს გამოგვადგება."
1
0

-ss- (19 ოქტომბერი 2017 16:08)

dachi8,
ხოო არ ეყო 3-0 აშკარად :)))
1

dachi8 (19 ოქტომბერი 2017 14:48)

ტიაგოს გოლი უნდა ჩაეთვალათ და იქნებ ბრენდან როჯერსი შთაბეჭდილების ქვეშ მაშინ მაინც მოქცეულიყო kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.