» » რიბერი: "გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს"

რიბერი: "გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს"

19-10-2017, 15:41 dachi8 სიახლეები 1

რიბერი:
ხელჯოხები ფრანკს უკვე პრაქტიკულად აღარ სჭირდება. ტრავმიდან 2,5 კვირის შემდეგ (მარცხენა მუხლის მყესების გაწყვეტა), რომელიც გასვლით მატჩში ბერლინში მიიღო, ფრანგი რეაბილიტაციას გადის. „გამოჯანმრთელება კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ცოტა ნერვების მომშლელია, რომ კვლავ ტრავმირებული ვარ, მაგრამ არ ვნებდები და ვიცი, რომ მოედანზე კვლავ დავბრუნდები“, - უზიარებს თავის შეგრძნებებს ფრანგი ნახევარმცველი FC Bayern.tv-ს.

ახლა მას კვლავ შეუძლია ველოტრენაჟორზე იმუშაოს „ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ უკვე შემიძლია თუნდაც ცოტაოდენი მუშაობა გავწიო. მხოლოდ განკურნების პროცესი მეტად მძიმეა მორალურად“, - ყვება 34 წლის ფრანგი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოედანს დაუბრუნდეს. ამავე დროს ნახევარმცველს ესმის, რომ მოთმინება უნდა შეინარჩუნოს. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს გარისკვა და პროცესის დაჩქარება“.

რიბერი კონტაქტს ინარჩუნებს გუნდთან. ოთხშაბათს დილით ის გუნდის ვარჯიშებს ესწრებოდა და თვალს ადევნებდა, თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის. „ფეხბურთელები კვლავ მხოლოდ თამაშზე არიან ფოკუსირებულნი“, - აღნიშნა ფრანგმა.

ფრანკი თვლის, რომ ეს ჰაინკესის დამსახურებაა. „ის ძალიან პოზიტიური ადამიანია. ის ბევრს ლაპარაკობს თავის ფეხბურთელებთან და იცის, როგორ ფუნქციონირებს გუნდი“, - ყვება რიბერი 2013 წლის ჰეთ-თრიქის ავტორზე, რომელთან ერთადაც ფრანგი ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „ჩვენი ურთიერთობები უბრალოა და ბუნებრივი. მე მას მთლიანად ვენდობი, ის კი მე მენდობა. მოხარული ვარ რომ ის კვლავ ჩვენთანაა“.
1
0

-ss- (19 ოქტომბერი 2017 16:08)

რიბოოო, მჯერა კიდევ იტყვის ეს კაცი თავის სიტყვას lotebi
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.