» » რობენი: "ამით შეიძლება ცოტათი იამაყო"

რობენი: "ამით შეიძლება ცოტათი იამაყო"

19-10-2017, 16:00 dachi8 სიახლეები 1

რობენი:
მატჩი „სელტიკთან“ (3:0) არიენ რობენისათვის განსაკუთრებული გახდა - „ბავარიის“ მე-10 ნომერმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა. „ეს განსაკუთრებული მომენტია. ტრავმები რომ არ ყოფილიყო ეს რიცხვი შეიძლება უფრო დიდი ყოფილიყო. ამით შეიძლება ცოტათი იამაყო“, - იძახის 33 წლის ვინგერი, რომელმაც თავისი იუბილე საგოლე გადაცემით აღნიშნა.

კლარენს ზეედორფის (125 მატჩი) შემდეგ, არიენ რობენი მე-2 ჰოლანდიელი გახდა, რომელმაც შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩის ჩატარება. ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ 32 ფეხბურთელია, რომლებმაც ამ ტურნირზე 100 და 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარეს.

გერმანელ რეკორდსმენებად ამ მაჩვენებლით ფილიპ ლამი (112) და ოლივერ კანი (102) გვევლინებიან. „100 მატჩი ბუნდესლიგაში ეს უკვე ბევრია, მაგრამ 100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ეს სავსებით განსხვავებული დონეა“, - აღფრთოვანებით ლაპარაკბს თავის თანაგუნდელზე ჟერომ ბოატენგი.

„ამ მატჩების ნახევარზე მეტი არიენ რობენმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მან თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგა „ბავარიისთვის“ განსაკუთრებული გახდა“, - იძახის ბოატენგი. 100 მატჩიდან 60 მატჩი რობენმა „ბავარიის“ მაისურით ჩაატარა, 19 მატჩი „ჩელსის“, 11 მადრიდის „რეალის და 10 „პსვ“-ს.
მას თუ საუკეთესო მოგონებებზე შეეკითხებით, სავარაუდოდ არიენი გამარჯვების გოლზე ილაპარაკებს, 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე „ბავარიასა“ და „ბორუსიას“ შორის.

„რეკორდებზე ლაპარაკი არ მიდის. ამას სჯობდა კიდევ ერთი ტიტული მოგვეპოვებინა“, - იძახის რობენი თავის მიზნებზე. ამ სეზონში პროფესიონალად დაბადებულს სურს მაქსიმუმი გაიღოს გუნდისთვის და შეძლებისდაგვარად საოცნებო თასი მიუნხენში დააბრძანოს. იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში, არიენი ჯერ არ ფიქრობს „ჩემი კონტრაქტი ზაფხულში სრულდება, მაგრამ მე არ ვფიქრობ მასზე და სრულიად კონცენტრირებული მხოლოდ ფეხბურთზე ვარ“. ასე რომ, წინ კიდევ რამოდენიმე განსაკუთრებული საღამოები გველოდება ჩემპიონთა ლიგაზე.

[media=]
2
0

-ss- (19 ოქტომბერი 2017 16:11)

კუთხურიდან თავით რომ დაარტყა როგორ არ გავიდა ის გოლი გუშინ angry
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.