» » sport1: რეალის ბოსი ხამესის დაბრუნებაზე ლაპარაკობს

sport1: რეალის ბოსი ხამესის დაბრუნებაზე ლაპარაკობს

19-10-2017, 23:04 dachi8 სიახლეები 0

sport1: რეალის ბოსი ხამესის დაბრუნებაზე ლაპარაკობს
ესპანური კლუბის, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, კოლუმბიელი ნახევარმცველის - ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს, რომელიც 2 წლიანი იჯარით მიუნხენურ კლუბში ასპარეზობს.

იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, პრესაში სპეკულაციები არ წყდება ხამეს როდრიგესის რეკორდმაისტერიდან წასვლის შესახებ. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი El Espanol-თან ინტერვიუსას ხამესის მომავალზე საუბრობს:

„ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ „რეალში“ ზოგჯერ ის იმ სათამაშო დროს ვერ იღებდა, რამდენიც მას სურდა რომ მიეღო და ამიტომ ფეხბურთელს უფლება აქვს ის კლუბი მოძებნოს, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება და თავის ღირებულებას დაამტკიცებს - თუნდაც ეს დროებითი მოვლენა იყოს. „ბაიერნში“ გადასვლა ხამესის სურვილი გახლდათ“, - აცხადებს პერესი და კოლუმბიელს სამეფო კლუბში დაბრუნებას სთავაზობს.

ახალი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის დანიშვნის შემდეგ, 26 წლის ნახევარმცველმა „ფრაიბურგთან“ შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში „სელტიკთან“ მხოლოდ 12 წუთი სათამაშო დრო მიეცა. სჩანს, მას მხოლოდ ჯოკერის როლი თუ ეკისრება მიუნხენურ კლუბში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.