» » ბოატენგი: "განვლილი ორი წელიწადი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იყო"

ბოატენგი: "განვლილი ორი წელიწადი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული იყო"

20-10-2017, 10:31 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი:
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იუპ ჰაინკესის მოსვლამდე, კლუბში არსებულ მდგომარეობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ განვლილი ორი წელიწადი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო.

"შეიძლება ითქვას, რომ განვლილი ორი წელიწადი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ამ დროის განმავლობაში, მე როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, გამოფიტული ვიყავი"

"კლუბში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ იყო და ხელმძღვანელობამაც შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. როდესაც "ბაიერნში" თამაშობ, შენი ვალდებულებაა გაიმარჯვო. აქ თითოეულ მარცხსა და ქულების დაკარგვას, მძიმე შედეგები მოაქვს. ჩვენგან მხოლოდ საუკეთესო, რეზულტატს ელიან. რაც შეეხება იუპ ჰაინკესს, ის თითოეული ჩვენთაგანისათვის, მწვრთნელისა და მამის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს"-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Fokus-ი, 29 წლის უკანახაზელის სიტყვებს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ თავად "ბავარიელთა" ლეგენდარული თავკაცი, საკუთარ ფეხბურთელებს მაქსიმალური მობილიზებისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ გუნდმა პროგრესირება უნდა განაგრძოს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, იუპ ჰაინკესმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა.

"მიუნხენის "ბაიერნმა" პროგრესირება უნდა განაგრძოს, რადგანაც ევროპაში არიან გუნდები, რომლებიც ჩვენზე ძლიერად გამოიყურებიან"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.