» » ტოლისომ ბავარიას მოგება მოუტანა

ტოლისომ ბავარიას მოგება მოუტანა

22-10-2017, 02:25 dachi8 სიახლეები / მიმოხილვა 0

ტოლისომ ბავარიას მოგება მოუტანა
ერთობლივი მუშაობის შედეგად „ბავარიამ“ ჰამბურგში 3 ქულა აიღო და დორტმუნდის „ბორუსიას“ ქულებით გაუთანაბრდა, რომელმაც გასვლით მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტი“ ვერ დაამარცხა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კლასიკურ დაპირისპირებაში ყველაფერი მხოლოდ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 52-ე წუთზე კორენტენ ტოლისომ გაიტანა.

გადაჭედილ „ფოლკსპარკშტადიონზე“ (57 000 მაყურებელი) მუნხენელებისთვის დიდი დროის განმავლობაში ადვილი არ ყოფილა მეტოქესთან ჭიდილი. მატჩში პირველ მოვლენად „ჰამბურგის“ ფეხბურთელის გიდეონ იუნგის გაძევება გახდა 39-ე წუთზე. მე-2 ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ თავი ტოლისომ გამოიჩინა. ტიაგომ (70’) და იმავე ტოლისომ (83’) მოგვიანებით ბურთი ძელს გაარტყა. მთლიანობაში თითქოს არც თუ ისე ცუდადაა საქმე, მაგრამ შესვენებაზე შეცვლაზე გამოსულმა თომას მიულერმა ტრავმის გამო 10 წუთის შემდეგ მოედანი დატოვა.

განლაგება

„ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა. სათადარიგოზე ბოატენგი აღმოჩნდა, რომელიც ზიულემ შეცვალა მოედანზე. ამის გარდა, მოედანზე ხამეს როდრიგესი გამოჩნდა, ტოლისო, რაფინია და ვიდალი, რომელთაც ტიაგო, კიმიხი, მიულერი და რუდი შეცვალეს. მიულერისა და ნოიერის არ ყოფნისას, გუნდი კაპიტნის რანგში მოედანზე არიენ რობენმა გამოიყვანა.

„ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკუს გისდოლმა თავის მხრივ, წაგებულ მატჩთან მაინცში (2:3) შედარებით 3 ცვლილება განახორციელა. სასტარტოში რიკვან დრონგელენი, დუგლას სანტოსი და კირიაკოს პაპადოპულოსი გამოვიდნენ.

მატჩის მიმდინარეობა

7 ნომინალური მცველით მასპინძლების შემადგენლობაში, არავის ეჭვი აღარ შეპარვია მათ განზრახვაში. „ჰამბურგელები“ უფრო მეტად „ბავარიელების“ თამაშის ჩაშლაზე მუშაობდნენ, ვიდრე შექმნაზე და თავიდან ეს მათ ძალიან კარგად გამოსდიოდათ. მატჩის პირველ ნახევარში მომენტები ძალიან ცოტა იყო. ერთადერთი სახიფათო მომენტი რობენმა შექმნა (21’), რომელმაც ბურთი მხოლოდ გარედან მოაქცია ბადეში. ცოტათი გაუმართლათ სტუმრებს, როდესაც ბურთი უკვე მათ საჯარიმოში ფრინავდა (33’), მეტი სახიფათო მომენტი 1-ელ ტაიმში არ დაფიქსირებულა.

მატჩის ბოლოსკენ (39’) კომანის გარღვევა მოედნის ცენტრში, იუნგის მიერ წესების უხეში დარღვევით იქნა შეჩერებული. „ჰამბურგის“ ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებული იქნა და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა მიუნხენელებს ვერაფრით ვერ დაეხმარა. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა, გუნდები შესვენებაზე 0:0 ანგარიშით გავიდნენ.

მე-2 ტაიმი

მიულერით შემადგენლობაში (ხამესის მაგივრად) თამაში უფრო მხიარული გახდა. გუნდი უფრო ცოცხლად შერბოდა საჯარიმოში. ვიდალის დარტყმამ (48’), რიკოშეტით მცველიდან, კარს სანტმეტრებით ჩაუარა. მაგრამ გოლის მომენტი მაინც დადგა: მიულერმა საჯარიმოში ტოლისოს გაუკეთა გადაცემა , მან კი დაასრულა და ანგარიშიც 0:1 გახდა (52’), თუმცა მიულერს მაშინვე არ გაუმართლა: საზარდულის დაზიანების შემდეგ (55’) ის ტიაგომ შეცვალა.

მატჩის დამასრულელებლ ფაზაში მომენტები, მომენტებზე იქმნებოდა: მიუნხენელებს კიდევ სურდათ გოლის გატანა, ხოლო „ჰამბურგს“ ანგარიშის გათანაბრება სურდა. ტაიმის უდიდეს ნაწილს სტუმრები აკონტროლებდნენ ბურთს და მთლიანად მატჩის მიმდინარეობას. თუმცა, მცდელობებმა ლევანდოვსკის (58,’ 72.’ 90+2’), კომანის (67’), ჰუმელსის (77’) და რობენის (88’) გოლები არ მოუტანია. თამაში მინიმალური, მაგრამ დამსახურებული მოგებით დასრულდა „ბავარიელების“ სასარგებლოდ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.