» » ბავარიელები მზად არიან მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩებისათვის

ბავარიელები მზად არიან მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩებისათვის

23-10-2017, 23:40 dachi8 სიახლეები / მიმოხილვა 0

ბავარიელები მზად არიან მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩებისათვის
ორშაბათს „ბავარიელებს“ დასვენების დღე აქვთ. მიუნხენში და ლაიფციგში უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ისინი ძალებს იკრებენ. გერმანიის თასის მე-2 ტური, ოთხშაბათს 22:45 საათზე ჩატარდება. „წინ ჩვენ 2 რთული, მაგრამ საინტერესო კვირა გველის“ - განაცხადა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.

7 დღის განმავლობაში „ბავარიას“ „ლაიფციგთან“ 2-ჯერ მოუწევს თამაში: შაბათს კიდევ ერთი მატჩი ჩატარდება, ამჯერად ბუნდესლიგის ფარგლებში. მომდევნო კვირას „სელტიკთან“ სტუმრად მიუნხენელებს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა ელოდებათ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისაკენ, შემდეგ კიდევ ერთი ტოპ-გასვლითი მატჩი ელოდებათ დორტმუნდში (შაბათს). „წარმოუდგენლად საინტერესო თამაშები გველოდება წინ და ზუსტად ასეთები გვიყვარს ჩვენ“, - აცხადებს მათს ჰუმელსი.

მნიშვნელოვანია გონებით თამაში

„ბავარიის“ ცენტრალური მცველი დარწმუნებულია, რომ მოახლოებულ 2 ტოპ-მატჩში საკვანძო როლს სწრაფი აზროვნება ითამაშებს - საზრიანი თამაში გონებით, ყველა თვალსაზრისით. „ლაიფციგი“ - ძალიან მაღალი კლასის გუნდია. ისინი ძალიან სწრაფ ფეხბურთს დემონსტრირებენ და ინტენსიურ კონტრპრესინგს. ყოველთვის მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, სწრაფად ვიაზროვნოთ. პირველივე წამებიდან იმისათვის უნდა ვიყოთ მზად, რომ მეტოქე ცხოვრებას მეტად გაგვირთულებს“.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში გუნდებს მხოლოდ 1 ქულა აშორებთ. „ბავარიას“ 20 ქულა აქვს, იგივე აქვს დორტმუნდს, რომელიც გაშვებული და გატანილი გოლების სხვაობით ლიდერობს. „ლაფციგი“ (19) კი მე-3 ადგილზეა განთავსებული. ორივე გუნდმა, ნაკრების თამაშების პაუზის შემდეგ 3 მოგება იზეიმა. „ლაიფციგმა“ კი დორტმუნდში „ბორუსიას“ 3:2 ანგარიშით მოუგო და პირველი 3 ქულა აიღო ჩემპიონთა ლიგაში (3:2 „პორტუს“ წინააღმდეგ). „ჩვენ ფორმაში ვართ და ჩვენი გულშემატკივრები საფეხბურთო დღესასწაულს უნდა ელოდონ“, - იძახის „ლაიფციგის“ თავდამსხმელი მარსელ ზაბიცერი. ხოლო, ნიკლას ზიულე ამ მატჩს „ტოპ-მატჩად“ აფასებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.