» » კროოსი: "ბაიერნს ამ სეზონში 2 სახე აქვს"

კროოსი: "ბაიერნს ამ სეზონში 2 სახე აქვს"

24-ოქტ-2017, 15:09
0248
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა თავისი ყოფილი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა სიაში შეიყვანა და ლონდონში, FIFA-ს გალა დაჯილდოების შემდეგ ყოფილ მწვრთნელზეც ისაუბრა.

„ყველამ იცის, რომ მე კარგი ურთიერთობა მაქვს იუპ ჰაინკესთან და რა თქმა უნდა სრულიად ვენდობი მას, რომ ჯანსაღ ატმოსფეროს დააბრუნებს. მან უკვე გააკეთა ეს და ჩემპიონთა ლიგა მოიგო“.

„ამ სეზონში, ბაიერნს „2 სახე ჰქონდა“, - იძახის კროოსი. „მაგრამ თუ ისინი თავის კარგ სახეს ანახებენ, ისინი რა თქმა უნდა აბსოლუტურად ტოპ გუნდს წარმოადგენენ“.

მსოფლიოს ჩემპიონმა „ბაიერნთან“ ერთად იუპ ჰაინკესის მეთაურობით, 2013 წელს ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი, ბუნდესლიგა და მსოფლიოს საკლუბო თასი. 1 წლის შემდეგ კი გერმანელი ნახევარმცველი მადრიდის „რეალს“ შეუერთდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..