» » კიმიხი: "არასოდეს მიფიქრია ბაიერნის დატოვება"

კიმიხი: "არასოდეს მიფიქრია ბაიერნის დატოვება"

24-10-2017, 16:36 dachi8 სიახლეები 1

კიმიხი:
იოშუა კიმიხმა ESPN FC-თან ინტერვიუსას განაცხადა რომ მას არასოდეს არ უფიქრია „ბაიერნის“ დატოვება, იმის მიუხედავადაც კი რომ, წინა სეზონში ნაკლები სათამაშო დროის გამო იმედგაცრუებული გახლდათ.

ლოკალური მედია საშუალებები მაისში აქტიურად აცხადებდნენ, რომ კიმიხი მზად იყო სხვა კლუბში გადაბარგებულიყო, სადაც მას გარანტირებული ექნებოდა სასტარტოში მოხვედრა, მაგრამ გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ არასოდეს არ უფიქრია მოვლენების ამგვარ განვითრებაზე.

მისი შესანიშნავი ფორმა გასულ კვირებში - 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა 9 მატჩში - უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა გუნდის გამარჯვებებში.

„ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის. როდესაც ფორმაში ხარ, მაგრამ არ შეგიძლია ითამაშო, ძალიან ძნელია გასაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. მაგრამ რაც შეგიძლია, რომ გააკეთო, ეს ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვაა და საუკეთესოს ჩვენება, შემდეგ კი ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია“ - იძახის კიმიხი.

კიმიხი, “შტუტგარტის“ აღზრდილი ფეხბურთელია. რეკორდმაისტერს კი 2015 წელს „ლაიფციგიდან“ შეუერთდა, რომელიც იმ დროს ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ არ ასპარეზობდა.

„როდესაც აქ მოვედი ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე ადვილი არ იქნებოდა და ყველა მატჩში ვერ ვითამაშებდი, მაგრამ ჩემი მიზანი იყო „ბაიერნის“ ნაწილი გავმხდარიყავი და სასტარტო შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი. მსურს აქ მივაღწიო წარმატებებს“, - დასძინა იოშუამ.
1
1

kimmich (24 ოქტომბერი 2017 17:38)

შენ გენაცვალე bayern მომავალი კაპიტანი იქნები ბავარიის bayernflag
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.