» » ეფენბერგი სულმოუთმენლად ელის ლაიფციგისა და ბაიერნის დაპირისპირებას

ეფენბერგი სულმოუთმენლად ელის ლაიფციგისა და ბაიერნის დაპირისპირებას

24-10-2017, 17:04 dachi8 სიახლეები 0

ეფენბერგი სულმოუთმენლად ელის ლაიფციგისა და ბაიერნის დაპირისპირებას
„ბავარიის“ ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი საქებარ სიტყვებს არ იშურებს „ლაიფციგის“ მიმართ. ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს „ლაიფციგი“ საკუთარ მოედანზე, გერმანიის თასის მე-2 ტურში, „ბავარიას“ დაუპირისპირდება.

„ლაიფციგი“ ჯერ არ დაპირისპირებია არც ერთ გრანდს. ასე, რომ გამოცდები გუნდისთვის ჯერ კიდევ წინაა. მე ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ „ლაიფციგი“ „ბავარიას“ დაუპირისპირდებოდა. ეს მეტად საინტერესო და თვალწარმტაცი ორთაბრძოლა იქნება. შთაგონებული ვარ „ლაიფციგის“ თამაშით. ისინი საინტერესოდ თამაშობენ, ძალიან მაღალ ტემპში, პრესინგით და წარმოუდგენლად მაღალი ინტენსივობით. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ „ბავარიას“ შეუძლია ნებისმიერს მოუგოს“, - ციტირებს ეფენბერგის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal.

“ბავარიის“ პირველი გასვლითი მატჩი საქსონიაში „ლაიფციგთან“ ფეხბურთის გულშემატკივრებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. 2017 წლის 13 მაისს მიუნხენელები ბუნდესლიგის 33-ე ტურის ფარგლებში „რედ ბულ არენას“ ეწვივნენ. აღნიშნული მატჩი, თითქმის აღარაფერს წარმოადგენდა ბავარიელებისათვის. მიუნხენელები უკვე იმ მომენტისათვის გერმანიის ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ თამაში ნამდვილ შოუდ გადაიქცა.

იმ საღამოს გულშემაკივრებმა 9 გოლი იხილეს, ერთი მეორეზე უკეთესი. მატჩის კულმინაციურ მომენტად არიენ რობენის გამარჯვების გოლი გახდა, რომელიც დამატებით დროში გაიტანა.

ოთხშაბათს, ორივე გუნდს მიზნად შემდე ტურში გადასვლა აქვთ, ასე, რომ კიდევ ერთი შოუს ხილვა ყოვლად შესაძლებელია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.