» » კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?

24-10-2017, 20:27 dachi8 მიმოხილვა / მთავარი ამბები 2

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?
ლეგენდარულმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა „ბავარია“ მხოლოდ სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის ზაფხულს, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის ძიება კვლავ განახლდება. თუ ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონების ახალი მწვრთნელი SPORT1 კანდიდატების ჩამონათვალს გვთავაზობს.




იუპ ჰაინკესი: 72 წლის სპეციალისტი.
თავისივე სიტყვებიდან გამომდინარე, მან მხოლოდ თავის ძველ მეგობარს ული ჰოიონესს, მეგობრული სამსახური გაუწია, არც მეტი არც ნაკლები. მისი დაბრუნება მხოლოდ სეზონის ბოლომდეა დაგეგმილი. ის ფაქტი, რომ ჰაინკესი შეიძლება ბავარიელების მწვრთნელად დარჩეს 2018/19 სეზონშიც ამის არავის არ სჯერა.

SPORT1-ის პროგნოზი: თითქმის შეუძლებელი.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმის მწვრთნელი).
როგორც ბავარიის მკვიდრი, ნაგელსმანი, თითქმის წინასწარ განსაზღვრულ კანდიდატად გვევლინება ამ პოზიციისთვის - მიუხედავად მისი გამოცდილების არ არსებობისა.
თუმცა, SPORT1-ის ექსპერტი ტომას ჰელმერი, რთულ სეზონთან დაკავშირებით (3 ტურნირზე ერთდროულად ბრძოლა) სკეპტიკურადაა განწყობილი. „ეს მისი პირველი ნამდვილი რთული სეზონი იქნება, ის უბრალოდ ვალდებულია ბევრი იმუშაოს. ბავარიაში მოხვედრა ადვილი არ იქნება“, - იძახის ექსპერტი.

SPORT1-ის პროგნოზი: თუ ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმთან“ ერთად ამ სეზონშიც წინა სეზონის წარმატებას გაიმეორებს, მაშინ იულიანი ზაფხულში მიუნხენში ცხელი თემა გახდება, იმის მიუხედავად, რომ მისი კონტრაქტი „სოფლელებთან“ მოქმედი იქნება.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



ტომას ტუხელი (კლუბის გარეშე)
ცოტა დააკლდა კარლო ანჩელოტი ჩაენაცვლებინა. მაგრამ ჰიონესთან და რუმენიგესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბავარიის ბოსები იძულებულნი გახდნენ გადაეფიქრებინათ. SPORT1-ის ექსპერტი ჰელმერი თვლის: „ბავარიელები ჯერ არ იყვნენ მზად ტომას ტუხელთან სათანამშრომლოდ“.

SPORT1-ის პროგნოზი: ბავარიასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ბუნდესლიგის კარი ტომას ტუხელისათვის პრაქტიკულად დახურულია. რთული წარმოსადგენია, რომ დორტმუნდის ყოფილი მწვრთნელი, რომელსაც წინაისტორია გააჩნია, გერმანიის მთავარი გუნდი ჩაიბაროს.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



იურგენ კლოპი: (ლივერპულის მწვრთნელი)
არ შეიძლება იმის თქმა, რომ კლოპი ეს ის ადამიანია, რომელსაც იზიდავს ხანგრძლივი მოლაპარაკებები. ჰიონესისა და რუმენიგეს შემთხვევაში ეს უფრო სავარაუდოა. მაგრამ ბავარიაში შესაძლო მუშაობაზე, ლივერპულის მწვრთნელმა განაცხადა: „როგორც ფეხბურთელი, ბავარიაში გამგზავრება შედარებით სულელურია“. ტომას ჰელმერი თვლის, რომ კლოპი „მთლიანად მოტივირებულია და წარმატებული“, მაგრამ
ა) კლოპის მისია ლივერპულში ჯერ არაა დასრულებული;
ბ) ყოველთვის არიან კრიტიკოსები, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ, მისი სტილი ნამდვილად შეესაბამება ბავარიას თუ არა.

SPORT1-ის პროგნოზი: ალბათობა საკმაოდ დაბალია.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



იოაჰიმ ლიოვი: (გერმანიის ნაკრები)
მან თავისი ყოფილი კომპანიონის - იურგენ კლინსმანის სიტყვები უარყო, რომელმაც განაცხადა, რომ ლიოვის ხილვა ნაკრებში პენსიაში გასვლამდე, ბოლომდე სურს. „მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ კვლავ კლუბი ამეყვანა“, - განაცხადა ლიოვმა. თუმცა, ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირხოფმა საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოავლინა ამასთან დაკავშირებით: „ლიოვს კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს, თუ ბავარია მას წინადადებით მიმართავს - მე აღვუდგები წინ მის შესაძლო გადასვლას“. და არა მხოლოდ SPORT1-ის ექსპერტი ხედავს ლიოვს სამწვრთნელო კარიერის პიკში. ამ თვალსაზრისით ის უკვე შეესაბამება ბავარიას.

SPORT1-ის პროგნოზი: შესაძლოა, ბავარიას არ ჰქონდეს შანსი.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



ლუის ენრიკე (კლუბის გარეშე)
მოიგო ჩემპიონთა ლიგა, წვრთნიდა მსოფლიო დონის ფეხბურთელებს, როგორებიც მესი, სუარესი, ნეიმარი და ინიესტაა. ამჟამად თავისუფალია. ფორმალურად სანიმუშო პრეტენდენტია ბავარიის მწვრთნელის ადგილას. იტალიური და ესპანური მას-მედიის საშუალებებმა კი უკვე წარმოიდგინეს ის ანჩელოტის მემკვიდრედ.
თუმცა: ენრიკე ვერ ლაპარაკობს გერმანულად. ყველაზე დიდი დაბრკოლება: კატალონიური ენა ნამდვილად არ ანიჭებს მის სტილს თავისებურებას. ამიტომაც მისი ეპოქა შედარებით სწრაფად დასრულდა ბარსაში.

SPORT1-ის პროგნოზი: სრულიად შესაძლებელია.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



დიეგო სიმეონე (მადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელი)
ბავარია ჩემპიონთა ლიგაზე ისე ხშირად ხვდებოდა დიეგო სიმეონეს, რომელიც მუდამ აღიზიანებდა მიუნხენელებს, რომ ბუნებრივია მისით დაინტერესებულიყვნენ. თუმცა: ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მან ატლეტიკოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და სიმეონე - ეს ის ადამიანია, რომელიც მიცემულ სიტყვას აფასებს.

SPORT1-ის პროგნოზი: 47 წლის სპეციალისტის დანიშვნაზე დაიწერება ჭორები, მაგრამ ეს პრაქტიკულად არ მოხდება.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



მასსიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწრთნელი)
სახელი, რომელიც არც თუ ისე ხშირად ჩანს პრესაში. ის მწვრთნელებს შორის შესანიშნავი რეპუტაციით გამოირჩევა. მრავალნი მას მეორე გვარდიოლად თვლიან. მასთან ერთად „ბებერი ქალბატონი“ 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იტალიის ჩემპიონი და იტალიის თასის გამარჯვებული გახდა.

SPORT1-ის პროგნოზი: ნამდვილად შეიძლება მწვრთნელის საკითხის გადაჭრა მისი დანიშვნით ბავარიაში, თუ ნაგელსმანის მსგავს მწვრთნელს ვერ მიიღებენ.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



ლუსიენ ფავრი (ნიცას მწვრთნელი)
შესანიშნავი ურთიერთგაგება აქვს კარლ-ჰანც რუმენიგესთან. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ სერვეტის დროიდან იცნობენ (ამ შვეიცარულ კლუბში ორივე 1980-იანი წლების ბოლოსკენ თამაშობდა). ორივე აფასებს ერთმანეთს. მხოლოდ რუმენიგეს გეგმები ყოველთვის არ ემთხვევა ჰიონესის გეგმებს.
შვეიცარიელი მეტად ჯიუტ ადამიანად ითვლება. მას ხშირად აკრიტიკებდნენ ფეხბურთელები - მისი სპორტული მიღწევების მიუხედავად.

SPORT1-ის პროგნოზი: მისთვის ბავარია, შეიძლება მეტად დიდია.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?



არსენ ვენგერი (არსენალის მწვრთნელი)
ლეგენდა. ნებისმიერი ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, არასოდეს არ ყვარებია ფეხბურთი. თითქმის საუკუნის მეოთხედზე მეტია, არსენალში მას მნიშვნელოვანი როლი უკავია. ვენგერი უდიდეს ნოვატორად ითვლება ფეხბურთში.

SPORT1-ის პროგნოზი: კარგი კანიდატურაა, რადგან ვენგერი თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად.

კანდიდატები - ვინ იქნება ბაიერნის მომავალი მწვრთნელი?
1
0

qutaturi (24 ოქტომბერი 2017 22:50)

ვენგერი აქ გამეძრო ჩემიი
1

dachi8 (24 ოქტომბერი 2017 20:49)

ლიოვი rekordera germany

ან

ნაგელსმანი? dont ravqna ძალიან გარისკავენ. მაგრამ სხვა საჭირო კანდიდატებიც რომ არ არიან?

რაღა დროს ვენგერია ab

ისე წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება ჩაიბაროს ნაკრები ლიოვის შემდეგ ac ორი ლიოვი არ არსებობს ერთად? kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.