» » ჰაინკესი: "ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ"

ჰაინკესი: "ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ"

24-ოქტ-2017, 23:05
0280
საბოლოო მიზანი - ბერლინია, მაგრამ ბერლინისკენ მიმავალ გზაზე „ბავარიელებს“ ლაიფციგთან დაპირისპირება მოუწევთ. გერმანიის თასის, მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში, რეკორდმაისტერი ლაიფციგს დაუპირისპირდება.

„გერმანიის თასი ეს სრულიად განსხვავებული ტურნირია. თუ ვერ გაიმარჯვებ, მაშინ შემდეგ ტურში ვერ გადახვალ“, - იძახის რობენი . რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი თვლის, რომ მის გუნდს წინ „პრინციპულად ახალი დონის“ გამოცდა ელოდება.


ჰაინკესი საუკეთესო თამაშს ითხოვს

„ეს განსაკუთრებული მატჩია. ერთმანეთს ჩემპიონატის 2 ტოპ-გუნდი დაუპირისპირდება. ნამდვილად ძალიან დრამატული, ინტენსიური, მაღალი დონის შეხვედრა იქნება“, - განაცხადა 72 წლის სპეციალისტმა.

შესაბამისად, „ბავარიელები“ მეტოქეს დიდი პატივისცემით უდგებიან. „ლაიფციგს“ ახალგაზრდა ნიჭიერი გუნდი ყავს, რომელსაც დიდი ფანტაზია გააჩნია. ისინი შეფრთიანებულნი არიან უკანასკნელი მოგებებით, ამას დამატებული მათ უკან მათი გულშემატკივრები ეყოლებათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დისციპლინირებული თამაში ვანახოთ და ტრიბუნების ზეწოლის ქვეშ არ მოვექცეთ“, - დასძინა ჰაინკესმა.


გამბედაობით უნდა ვითამაშოთ

„ჩვენ ვიცით „ლაიფციგის“ ძლიერი მხარეები. ეს ძალიან ნიჭიერი გუნდია, რომელიც კრეატიულ სწრაფ ფეხბურთს დემონსტრირებს. წინა სეზონში ჩვენ 2 შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ ერთმანეთის წინააღმდეგ (3:0 და 5:4). საპასუხო დაპირისპირება კი ნამდვილი შოუ გახდა“, - ყვება რობენი, რომელმაც მაისის მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

გოლკიპერი სვენ ულრაიხი გამბედაობით თამაშს ითხოვს. „მომდევნო ნაკრების შესვენებამდე კვლავ ცხელი დღეები გველოდება. ჩვენ სრულიად მობილიზებულნი და კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. გვსურს დამაჯერებელი თამაში ვანახოთ და შემდეგ რაუნდში გადავიდეთ“.

„მე ყოველთვის განწყობილი ვარ ოპტიმისტურად და ამიტომ ვფიქრობ, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელებიც ასევე ფიქრობენ“ - მხარს უმაგრებს გუნდს ჰაინკესი.

[media=]

მაგრამ „ლაიფციგსაც“ სურს შემდეგ რაუნდში გადასვლა. მთავარი მწვრთნელი რალფ ჰაზენჰიუტლი: „ეს ცხელი სათასო საღამო იქნება. აუცილებელია მოვიგოთ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ძირითად დროში იქნება, დამატებითში თუ პენალტების სერიაში მოხდება“. ამასთან ჰაზენჰიუტლს პრაქტიკულად თითქმის ყველა ფეხბურთელის იმედი აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ბრუმის და შტეფან ილზანკერის თამაშია, რომლებსაც პატარა დაზიანებები აქვთ. „წინა წელს ჩვენ ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, შესაძლოა ამჯერად ყველაფერი გამოგვივიდეს“, - განაცხადა კაპიტანმა ვილი ორბანმა.

ხვალინდელ შეხვედრას „ბავარიელთა“ მხრიდან, ბერნატი, ნოიერი, რიბერი, მიულერი და ხამეს როდრიგესი გამოტოვებენ, ამ უკანასკნელს დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ ზურგის პრობლემები აღმოაჩნდა და გუნდს საქსონიაში არ გაყოლია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..