» » ჰაინკესი: "ბომბარდირობაში ლევანდოვსკის მთელი გუნდი დაეხმარება"

ჰაინკესი: "ბომბარდირობაში ლევანდოვსკის მთელი გუნდი დაეხმარება"

25-ოქტ-2017, 15:20
0241
“ბავარიის“ მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს ჟურნალისტების კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, იმის შესახებ, თუ მიუნხენელების ნახევამცველმა არიენ რობენმა 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ხმის მიცემის პროცესში, რატომ დააყენა 1-ელ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ და არა თანაგუნდელი რობერტ ლევანდოვსკი.

„ეს არიენის პირადი გადაწყვეტილებაა და თითოეულმა მისი მოსაზრება უნდა დააფასოს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმ დონეს, რა დონეზეც ახლა „რეალის“ ფეხბურთელები ასპარეზობენ. მათ 2-ჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ამიტომ არაფერი არაა გასაკვირი იმაში, რომ სხვა ფეხბურთელები ხმას ისკოს, კროოსს, მოდრიჩს ან რონალდუს აძლევენ. მაგრამ მე ხმას ყოველთვის რობერტ ლევანდოვსკის მივცემდი“, - დააყოლა 72 წლის გერმანელმა.

ჰაინკესმა ასევე რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ პოლონელს იმის შანსი ექნება, რომ ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდეს, მას ამაში გუნდის თითოეული წევრი დაეხმარება. „მთელი გუნდი მასზე ითამაშებს, მე გაძლევთ ამის პირობას“- შეჰპირდა ჟურნალისტებს იუპ ჰაინკესი.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..