» » კომენტარები: ლაიფციგი (1) 4 - 5 (1) ბაიერნი (გერმანიის თასი)

კომენტარები: ლაიფციგი (1) 4 - 5 (1) ბაიერნი (გერმანიის თასი)

26-ოქტ-2017, 14:45
0329
“თამაშმა მაღალი მოლოდინები გაამართლა“, - განაცხადა ფინალური სასტვენის შემდეგ კარლ-ჰაინც რუმენიგემ. დრამატულ მატჩში „ბავარიამ“ პენალტების სერიაში „ლაფციგს“ მოუგო და გერმანიის თასის შემდეგ ტურში გადავიდა. ძირითადი დროისა და ექსტრა-ტაიმების შემდეგ ანგარიში ტაბლოზე 1:1 აჩვენებდა. პენალტებიი სერიის მთავარ გმირად კი სვენ ულრაიხი გახდა, რომელმაც ტიმო ვერნერის დარტყმული მოიგერია.

მატჩის შემდგომი კომენტარები

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „თამაშმა ყველაზე მაღალი მოლოდინები გაამართლა. ეს შესანიშნავი მატჩი იყო. ბოლოს ჩვენ ცოტათი გაგვიმართლა პენალტების სერიაში, როდესაც ჩვენმა გოლკიპერმა ერთი დარტყმის მოგერიება შეძლო. პირველ ექსტრა-ტაიმში ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი. ორივე გუნდი შესანიშნავად იბრძოდა“.

სვენ ულრაიხი: „პენალტების სერია ყოველთვის საინტერესოდ ვითარდება. სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხეთ მატჩის ბედი 120 წუთში გადაგვეწყვიტა. მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე შემდეგ რაუნდში გადასვლაში. დიდი კომპლიმენტები ჩვენი მეკარეების მწვრთნელს, რომელმაც კარგად გააანალიზა თუ როგორ არტყამს მეტოქე 11 მეტრიანებს. სამწუხაროდ, მე მხოლოდ 1 დარტყმა მოვიგერიე, მაგრამ ის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა გუნდმა ყველა დარტყმა რეალიზაციაში მოიყვანა“.

არიენ რობენი: „თამაში ნერვების ფასად დაგვიჯდა. ეს ძალიან მაღალი დონის თამაში იყო, ერთმანეთს 2 ტოპ-გუნდი დაუპირისპირდა. თამაში მეტად ინტენსიური გამოდგა. უმრავლესობაში დარჩენილებმა ბურთი გავუშვით, მაგრამ საბედნიეროდ შევძელით და ანგარიში გავათანაბრეთ. შემდეგ კვლავ ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ არ გვიმართლებდა. იუპ ჰაინკესმა ჩვენ კარგად მოგვამზადა. ვიცოდით თუ რა გველოდებოდა. 1-ელ ტაიმში ნორმალურად ვთამაშობდით, მათ შორის ბურთის გარეშეც. კარგად ვიყავით განლაგებულნი, დაცვაში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით თამაშის აგებაში. მეტოქე ასეთ მომენტებში მეტად სახიფათო გახლდათ. ჩვენი ბურთის დაკარგვისთანავე ისინი წინ იჭრებოდნენ“.

რალფ ჰაზენჰიუტლი (ლაიფციგის მწვრთნელი): „ვთვლი, რომ ჩვენი თამაშით უნდა ვიამაყოთ. გუნდმა გმირული ორთაბრძოლა ანახა. ის რასაც დღეს ჩვენ 120 წუთის განმავლობაში ვაკეთებდით ეს წარმოუდგენელი იყო. დიდებული მატჩი, რომლისგანაც ყველამ სიამოვნება მიიღო. ტოპ-დონე. „ბავარიის“ წინააღმდეგ ითამაშო უმცირესობაში საშინლად რთულია“.

ემილ ფორსბერგი (ლაიფციგის ნახევარმცველი): „რა თქმა უნდა ჩვენთვის მტკივნეულია, რადგან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. 60 წუთის განმავლობაში ჩვენ უმცირესობაში ვიყავით. ასეთ სიტუაციაში თამაში „ბავარიასთან": მეტად რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი თავით შეგვიძლია ვიამაყოთ. ყველა ძალა გავიღეთ, ბევრი ვიბრძოლეთ. შაბათს ჩვენ კვლავ „ბავარიის“ წინააღმდეგ ვთამაშობთ და მოგება გვსურს“.

პეტერ გულაჩი (ლაიფციგის გოლკიპერი): „120 წუთის განმავლობაში შესანიშნავად ვიბრძოდით. სამწუხაროა, რომ საბოლოოდ არ დავჯილდოვდით ჩვენი მონდომებისთვის. ვთვლი, რომ ყველას დავანახეთ ჩვენი ხასიათი. ეს წარმოუდგენელი გუნდური თამაში იყო. ასევე გვსურს გაგრძელება. „ბავარიასთან“ ეს ჩვენი მე-3 მატჩი გახლდათ, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან ფრე ვითამაშეთ. შაბათს მე-4 დუელი შედგება. თუ ასევე ვითამაშებთ, როგორც 1-ელ ტაიმში ვთამაშობდით, მაშინ მინიმუმ 1 ქულის აღებას შევძლებთ. პირველ ტაიმში ჩვენ თანაბარი გუნდი ვიყავით“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..