» » ლამი: "ჰიონესი მუდამ კლუბის აშენებითა და განვითარებითაა დაკავებული"

ლამი: "ჰიონესი მუდამ კლუბის აშენებითა და განვითარებითაა დაკავებული"

26-10-2017, 20:47 dachi8 სიახლეები 0

ლამი:
“ბავარიის“ ყოფილი მცველი, ფილიპ ლამი საქებარ სიტყვებს არ იშურებს კლუბის პრეზიდენტის, ული ჰიონესის მისამართით, რომელიც მას კარიერის დასრულების შემდეგ სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობდა გერმანულ გრანდში, თუმცა ფილიპ ლამმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

„საინტერესო საუბრები გვქონდა ჰიონესთან, რომელშიც სხვადასხვა შეხედულებები გამოვლინდა. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ კვლავ შევძელით, დავსხედით და საუბარი გავაგრძელეთ. ჰიონესის გახსნილობა - ეს მისი სავიზიტო ბარათია და ვფიქრობ, რომ ბევრმა ეს უნდა აღიაროს და მისი მადლიერი უნდა იყოს ამის გამო. საკამათო სიტუაციებშიც კი, ჰიონესი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის. ის მუდამ „ბავარიის“ აშენებითა და განვითრებითაა დაკავებული, როგორც სპორტულ, ასევე ეკონომიკურ ასპექტში“, - ციტირებს ლამის სიტყვებს Die Deutsche Welle.

ეს ინტერვიუ ცოტა ხნის წინ გამოსულ, დოკუმენტური ფილმიდანაა აღებული, რომელიც Deutsche Welle-მ გადაიღო რეკორდმაისტერზე. ფილმში, რომელიც „ბავარიაზეა“ სიტყვა მიეცათ არა მხოლოდ მის ლეგენდებს, როგორებიც ული ჰიონესი, ოლივერ კანი ან ფილიპ ლამია, არამედ ფეხბურთელებსაც მთელი მსოფლოს მასშტაბით, რომლებიც სხვადასხვა წლებში რეკორდმაისტერის ფერებს იცავდნენ და მის დიდებას ქმნიდნენ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.