» » DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

26-ოქტ-2017, 21:12
0294
გერმანიის თასის მე-2 ტურში, ლაიფციგსა და ბაიერნს შორის გამართული მატჩის 1-ლი ტაიმის შემდეგ, როდესაც გუნდები შესვენებაზე უკვე გასახდელში გადიოდნენ, „ლაიფციგის“ სპორტულ დირექტორს რალფ რანგნიკსა და „ბაიერნის“ მცველ მათს ჰუმელსს შორის კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა ფელიქს ცვაიერმა, მატჩის პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში, თავდაპირველად პენალტი დანიშნა „ბავარიელთა“ კარში, შემდეგ კი დამხმარე მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა და პენალტი საჯარიმო დარტყმით შეცვალა.

„ლაიფციგის“ სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი შესვენებაზე მთავარი არბიტრისაკენ გაემართა და მას აღნიშნული საკამათო მომენტის გამეორების ნახვას სთავაზობდა თავის მობილურში.

გასახდელისაკენ მიმავალ მათს ჰუმელსს აღნიშნული ქმედება არ გამორჩენია, რის გამოც მცველსა და რანგნიკს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, სადაც სვენ ულრაიხი, დავიდ ალაბა და „ბავარიის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიხამიჯიჩიც იქნა ჩართული.

მოგვიანებით მათს ჰუმელსმა აღნიშნა, რომ რანგნიკის საქციელი არასპორტულია და მის ამგვარ ქმედებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამით ვეღარაფერს შეცვლიდა.

დღეს, გერმანულმა საფეხბურთო ასოციაციამ (DFB) ოფიციალურად განაცხადა, რომ 59 წლის სპეციალისტის - რალფ რანგნიკის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. რანგნიკს მოუწევს წერილობითი განცხადების წარდგენა, რის შემდეგაც DFB გადაწყვეტს, თუ როგორი გაგრძელება მოჰყვება მის ამგვარ ქმედებას.

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა

DFB-მ რანგნიკის წინააღმდეგ საქმე აღძრა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..