» » ალექს ტიმოსსი ანდერსონი "ბავარიაში" გადმოდის

ალექს ტიმოსსი ანდერსონი "ბავარიაში" გადმოდის

27-10-2017, 15:14 dachi8 მთავარი ამბები 0

ალექს ტიმოსსი ანდერსონი
“ბავარიამ“ შვედი ახალგაზრდა ნიჭიერი წინახაზელი დაიმატა. „ბავარია“ „ჰელსინბორგს“ 16 წლის ფეხბურთელის მიუნხენში გადმობარგებაზე მოელაპარაკა. შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი მიუნხენში 2019 წლის 1 ივლისს გადმოვა. ამ თარიღამდე ანდერსონი თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება - შვედურ „ჰელსინბორგში“, სადაც ამ სეზონში მან უკვე 16 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

„ალექს ტიმოსსი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მას „ბავარიაში“ ყველაფერი გამოუვა’ - იძახის ჰასან სალიხამიჯიჩი. - იმ დრომდე სანამ ის ჩვენ შემოგვიერთდება, გამოცდილებას თავის მშობლიურ „ჰელსინბორგში“ დააგროვებს, და შეჩვეულ გარემოებაში განვითარდება“, - აცხადებს მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორი.

2017 წლის იანვრიდან ალექს ტიმოსსი ანდერსონი „ჰელსინბორგის“ ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. შემტევმა ფეხბურთელმა შვედეთის 15 წლამდელთა ნაკრებში 4 თამაში ჩაატარა (6 გოლი), და შვედეთის 16 წლამდელთა ნაკრებში კი 7 თამაში (2 გოლი).

ალექს ტიმოსსი ანდერსონი "ბავარიაში" გადმოდის


ალექს ტიმოსსი ანდერსონი "ბავარიაში" გადმოდის
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.