» » ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

27-10-2017, 21:25 dachi8 სიახლეები / ინტერვიუ 0

ინტერვიუ იოშუა კიმიხთან
“ბავარიაში“ ის მოთხოვნადი ფიგურაა: იოშუა კიმიხმა მიმდინარე სეზონში ყველა 15-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 13-ში მთლიანი მატჩი ჩაატარა. 22 წლის ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებშიც არ დაკარგულა, სეზონის დასაწყისიდანვე ფილიპ ლამი ჩაანაცვლა დაცვის მარჯვენა ფლანგზე და აგრძელებს ამ პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად დარჩენას.

ჯერ კიდევ თავის ძველ გუნდთან - „ლაიფციგთან“ თამაშამდე კიმიხმა Bayern-Magazin-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. იოშუა მიმდინარე სეზონზე, თავის დამოკიდებულებაზე - ლამის მემკვიდრედ ყოფნაზე და მოულოდნელ შეტევით პოტენციალზე ყვება. ასევე ინტერვიუში ფეხბურთელის სამშობლოზე ჩამოვარდა ლაპარაკი, „ლაიფციგში“ გატარებულ 2 წელზე და მიუნხენში პირველ თვეებზე, როდესაც ის დასთან ერთად ცხოვრობდა ქალაქში.


ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

- იოშუა, წინა კვირაში „სელტიკთან“ გამარჯვების შემდეგ ძალიან გაბრაზდი? ამ სეზონში შენ პირველად შეგცვალეს
- კიმიხი: „ეს უკვე ნორმალურია, როდესაც 10 წუთით ნაკლებს ვთამაშობ (იღიმის). ჩვენ ხომ ანგარიში 3:0 მიგვყავდა და თამაშის მე-2 ნახევარში მეც შევამჩნიე, რომ ფეხები დამეღალა. ყოველ მე-3 დღეს თამაში, ეს ჩემთვის ახალი რიტმია. ამას დამატებული კიდევ ნაკრების თამაშებიც არის გასათვალისწინებელი. მთლიანობაში ბოლო დროს საკმაოდ ბევრი მატჩი ჩავატარე.

- როდესაც მოედნიდან გადიოდი, გულშემატკივრები ფეხზე ადგნენ და აპლოდისმენტებით დაგაჯილდოვეს. გრძნობდით ამას მოედანზე?
- კიმიხი: „ეს შესამჩნევი იყო. როდესაც შენს გუნდს ანგარიშით 3:0 მიყავს თამაში, ხალხი აპლოდისმენტებს არ იშურებს როდესაც მოედანზე გცვლიან, ეს შესანიშნავი გრძნობაა. გრძნობ, რომ გულშემატკივრები კმაყოფილნი არიან“.

- „ბავარიის“ გულშემატკივრებმა შენ „თვის საუკეთესო ფეხბურთელად“ აგირჩიეს. უეფამ კი „სელტიკთან“ თამაშში „მატჩის ფეხბურთელად“ დაგასახელა. რას ნიშნავს შენთვის ასეთი დაჯილდოვებები?
- კიმიხი: „ასეთი შეფასებები - ეს რა თქმა უნდა მშვენიერია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ შეიძლება გუნდს კარგი თამაშით დაეხმარო, შესაძლოა გოლითაც ან საგოლე გადაცემითაც. ამავე დროს ეს სტიმულიცაა, რომ მუშაობა გააგრძელო და შენი დონე დაამტკიცო“.

- როგორც კი ფილიპ ლამმა გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, მაშინვე გამოგაცხადეს მის მემკვიდრედ. როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ მოლოდინთან დაკავშირებით?
- კიმიხი: „ამას პირისპირ ჯერ კიდევ ნაკრებში შევეჯახე. ამიტომ ვიცოდი, რომ შედარებები იქნებოდა. ერთის მხრივ, ეს მე მახარებს, მეორეს მხრივ - თავიდანვე ცნობილი იყო ჩემთვის, რომ მისი მთლიანად შეცვლა ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა. ფილიპი კაპიტანი გახლდათ, უამრავი მაღალი დონის თამაში აქვს ჩატარებული და ყოველთვის დემონსტრირებდა თავის კლასს. მე ახლა 22 წლის ვარ და მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ჩემი საკუთარი გზა მქონდეს“.

- ლამის გარდა, არსებობენ კიდევ მარჯვენა მცველები, რომლისგანაც რაიმეს ისწავლიდი?
- კიმიხი: „კი, არიან რამოდენიმე. მაგალითად, დანი ალვეში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად მარჯვენა მცველების თამაშზე, მისი ბურთზე ბრძოლის მისწრაფებით და გამამწვავებელი შერბენებით მეტოქის საჯარიმოში. დანი კარვახალიც კარგია მადრიდის „რეალიდან“.

- შენს ჯერ კიდევ მოკლე კარიერაში უკვე მოასწარი რამოდენიმე პოზიციაზე თამაში: მარჯვენა მცველი, 6-იანის პოზიცია, მარჯვენა ნახევარმცველი, ცენტრალური მცველი.... სად ხედავ შენს თავს მომავალში
- კიმიხი: „4 წლის წინ „ლაიფციგში“ ჩემთვის ეს კითხვა რომ დაესვათ, ვიტყოდი: რა თქმა უნდა 6-იანის პოზიციაზე. როგორც კი „ბავარიაში“ მოვხვდი, ცენტრალური მცველის პოზიციაზე მომიწია თამაში. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი გერმანიის ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ მე უკვე ვფლობ საჭირო ცოდნას, იმისათვის, რომ სხვადასხვა პოზიციებზე ვითამაშო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა ოდესმე დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ არსებობს გარკვეული - კიმიხის პოზიცია“.

- როგორც კი მიუნხენში გადმოხვედი, შენს დასთან ერთად ორგანიზაცია გაუკეთე საერთო საცხოვრებელს (WG - თანაცხოვრების განსაკუთრებული ფორმა გერმანიაში)
- კიმიხი: „არა, უკვე აღარ გვაქს საერთო ბინა. ჩემი და დუალურ განათლებას იღებს, ამიტომ ის ხშირადაა გავლით მიუნხენში, ახლა მას ამისთვის თავისი საკუთარი პატარა ბინა აქვს. მაგრამ თავიდან ჩვენთვის ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ სახლში ვიღაც უნდა ყოფილიყო, რომელსაც ვენდობოდით. ახალ, ჩვენთვის უცხო ქალაქში საკუთარი ოჯახური კუთხე გამოჩნდა. ეს ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ“.

- როგორ ნაწილდებოდა სახლის მოვალეობები?
- კიმიხი: „მე ვიტყოდი, რომ კლასიკურად (იცინის). სარეცხი - ეს ნამდვილად არაა ჩემი. ადრე ხშირად მიმქონდა ტანსაცმელი გასარეცხად დედასთან სახლში. ახლა ჩემი მეგობარი გოგონაა ამით დაკავებული. სამაგიეროდ მთლიანობაში სისუფთავეზე ვზრუნავ და მტვერსასრუტითაც ვეხმარები. ამაში უფრო გამოცდილი ვარ. ასე გამზარდეს მშობლებმა, შემდეგ კი „შტუტგარტში“, სადაც ჩვენი ოთახები ჩვენვე უნდა დაგველაგებინა.

- ლაიფციგში შენ იუსუფ პოულსენთან ერთად ცხოვრობდი ერთ ოთახში. კიდევ ურთიერთობთ ერთმანეთთან?
- კიმიხი: „კი, რა თქმა უნდა. რაც არ უნდა იყოს 2 წელი ერთად ვცხოვრობდით და კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. მოხარული ვარ, რომ ამ დღეების განმავლობაში მას 2-ჯერ შევხვდები - იმის მიუხედავად, რომ დროებით ჩვენი მეგობრობის დავიწყება მოგვიწევს“.

- დორტმუნდში გამარჯვებით, ლაიფციგმა კვლავ შეგვახსენა თავი. ახლა ის თქვენი მთავარი კონკურენტია ტიტულისათვის ბრძოლაში?
- კიმიხი: „დორტმუნდი სატურნირო ცხრილში ჩვენს მაღლაა განთავსებული. ამიტომ ისინი - მთავარი კონკურენტები არიან. „ლაიფციგმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ თამაშისას დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. პორტუგალიელების წინააღმდეგ არ თამაშობდნენ - დემმე, ვერნერი და პოულსენი, ხოლო, ემილ ფორსბერგს მცირე რაოდენობის მატჩები ჰქონდა ჩატარებული. უკვე მაშინ გახდა შესამჩნევი მათი ფეხბურთელების მაღალი კლასი, ჩვენს საკუთარ ხარისხზე რომ არ ვილაპარაკოთ ახლა“.

- შენი მშობლიური გუნდის თამაშებს (ბეზინგენი) რეგულარულად ესწრები. ეს რაღაც გამონაკლისია შენთვის?
- კიმიხი: „არა. ეს ხომ ჩემი სახლია. ყველაზე ხშირად მშობლებთან კვირა დღეს მივემგზავრები და ყოველთვის არის რაღაც თამაში, სადაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მაინც თამაშობს. „ბეზინგენს“ 3 მოზრდილი გუნდი ყავს და ჩემი მეგობრები ამ გუნდებში გადანაწილებულნი არიან. ზოგი რეგიონალ ლიგაში თამაშობს პირველ გუნდთან ერთად, უმეტესობა - მეორე გუნდშია და კიდევ რამოდენიმე - მესამე გუნდში. მე უბრალოდ მომწონს ჩემი მეგობრების თამაშის ყურება და იმის შეგრძნება, რომ როცა შემიძლია მე ყოველთვის მათთან ვარ“.

- არის რაიმე რჩევები „ბავარიის“ ვარსკვლავისგან და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელისგან?
- კიმიხი: „არა, არანაირად. მათ ჩემი აზრი თამაშის დროს ესმით, როდესაც ტრიბუნებიდან გავყვირივარ (იცინის). და თუ ყველაფერი კარგად მიდის, მე არაფრის თქმა არ მჭირდება, რადგან ისინი თავისი თავის შექებით არიან დაკავებულნი. ერთი ჩემი მეგობარი - მეორე გუნდის კაპიტანია და ამ ბოლო დროს ბევრი გოლების გატანა დაიწყო. შემდეგ მე მეუბნება: „10 გოლი 10 მატჩში, შეგიძლია რამოდენიმე წაიღო თუ სურვილი გაქვს“ (იცინის). გამონათქვამები ყოველთვის გავს ერთმანეთს.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.