» » სტადიონზე გულშემატკივრებით და სისხლში ადრენალინით

სტადიონზე გულშემატკივრებით და სისხლში ადრენალინით

27-10-2017, 21:56 dachi8 სიახლეები 0

სტადიონზე გულშემატკივრებით და სისხლში ადრენალინით
120 წუთი, პლიუს პენალტების სერია - ასეთი დუელით გამოირჩა „ლაიფციგი“ – „ბავარიის“ მატჩი და ახლა ჩვენ გაგრძელება გველოდება! 3 დღის შემდეგ, გერმანიის თასის ტრილერიდან, საქსონელები ახლა უკვე რეკორდმაისტერს ესტუმრებიან. ბუნდესლიგის ცენტრალური მატჩი „ალიანც არენაზე“ შაბათს 20:30 საათზე გაიმართება.

„ეს ძლიერი გუნდების შეხვედრა იქნება“ - ეჭვი არ ეპარება იუპ ჰაინკესს, რომელსაც დრამატული მოგების შემდეგ თავისი გულშემატკივრების იმედი აქვს „ალიანც არენაზე“ . - ჩვენს სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, ჩვენ ძლიერები ვართ. ასეთ გარემოებებში დაღლილობის დაძლევაც შესაძლებელია“.

თუ როგორ აღიდგენენ ძალებს გუნდები, ოთხშაბათის დამღლელი მატჩის შემდეგ - მთავარი კითხვაა. „120 წუთიანი თამაშის შემდეგ, ორივე გუნდისთვის ადვილი არ იქნება ნორმაში დაბრუნება და ძველებური რიტმის დაჭერა, - იძახის ჰაინკესი, - რა თქმა უნდა, ორივე გუნდი გარკვეულწილად გადაღლილია. მაგრამ როდესაც მატჩი დაიწყება, სისხლში ადრენალინის დონე აიწევს და ძველებური რიტმიც აღდგება“.

გერმანიის თასზე გამარჯვება - ფსიქოლოგიური უპირატესობაა მისი გუნდისთვის, თვლის ჰაინკესი. „არაა მიზანშეწონილი იმის ფიქრი, რომ ეს თამაში უფრო ადვილი იქნება“. ყურადღების მიღმა არ რჩება „ლაიფციგის“ ტაქტიკური მონახაზიც. „ჩვენ კვლავ ჩვენს მოქმედებებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, კვლავ აგრესიულად უნდა შევიდეთ ორთაბრძოლებში და მეტოქეს დომინირების საშუალება არ უნდა მივცეთ“, - დარწმუნებულია სვენ ულრაიხი, გერმანიის თასის ტრილერის გმირი.


მარტინესი მზადაა, ხამესი დაბრუნდა

ჰაინკესმა აღნიშნა, რომ სათასო მატჩმა მისი მოწონება დაიმსახურა: „გუნდი საზრიანად მოქმედებდა, ტაქტიკურად უფრო დახვეწილად და მოთმინებით თამაშობდა, გამარჯვების ნება გამოავლინა, თავდაჯერება და თავგანწირვა გამოაჩინა. გვსურს არა მხოლოდ ასეთივე თამაში ვაჩვენოთ, არამედ როგორც ბოატენგმა თქვა „უფრო უკეთ ვითამაშოთ და 3 ქულა ავიღოთ“.

„ბავარიის“ შემადგენლობა სათასო მატჩისგან განსხვავებით უფრო მრავალფეროვანი იქნება. ხავი მარტინესი მხარის ტრავმისგან საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ჰაინკესის თქით, მარტინესს, როგორც ხამესს შეუძლიათ ხვალ პირველივე წუთებიდან ითამაშონ. კინგსლი კომანსაც ყველაფერი რიგზე აქვს (მუხლის დაზიანება). ჰაინკესი თვლის, რომ „მოედანზე უძლიერესი შემადგენლობა გამოვა, რომელიც მაქსიმალურად მოტივირებულია გამარჯვებაზე“.


უტიფარი „ლაიფციგი“

„ლაიფციგს“ ყველაფერი ცვლილებების გარეშე აქვს. ფიზიკურად გუნდმა 120 წუთი კარგად გადაიტანა, აქედან 60 წუთი მათ უმცირესობაში მოუწიათ თამაში, - იძახის რალფ ჰაზენჰიუტლი. ახლა ვიცე-ჩემპიონი მიმართულია პირველ მოგებაზე „ბავარიასთან“. - დორტმუდში თუ შეგიძლია გაიმარჯვო, მაშინ მიუნხენში მარცხის არ უნდა შეგეშინდეს. ამიტომ, ამ თამაშს ჩვენ იმავე განწყობით მივუდგებით, ამტკიცებს ჰაზენჰიუტლი. - ჩვენ უკვე მოვიგეთ გასვლაზე რამოდენიმე ორთაბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ კვლავ 100 პროცენტით მზად ვიქნებით“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.