» » კომენტარები: ბაიერნი 2 - 0 ლაიფციგი

კომენტარები: ბაიერნი 2 - 0 ლაიფციგი

29-10-2017, 03:10 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: ბაიერნი 2 - 0 ლაიფციგი
ამ ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის ცხრილის ნახვა სასიამოვნო გახდა! „ბავარია“ „ლაიფციგთან“ 2:0 ანგარიშით მოგების შემდეგ, სატურნირო ცხრილში ლიდერობს. „ჩვენ უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით წინ“, - ხარობს ჟერომ ბოატენგი. სტუმრებმა თამაშის დიდი ნაწილი კვლავ უმცირესობაში ჩაატარეს, მაგრამ ამჯერად მიუნხენელებმა მათ შანსი არ დაუტოვეს თამაშში დაბრუნებულიყვნენ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „სათასო თამაშის გამარჯვების ტალღიდან მოყოლებული, მატჩი დიდი მოტივაციითა და სულისკვეთებით დავიწყეთ. ჩვენ კვლავ კარგად მოვემზადეთ. როდესაც „ლაიფციგი“ მე-14 წუთის შემდეგ უმცირესობაში დარჩა, რა თქმა უნდა ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ. მაგრამ ახლა ჩემი გუნდი მიხვდა, თუ როგორ უნდა გააკონტროლოს თამაში და როგორ ჩაამთავროს ის ბოლომდე. ჩვენ კიდევ შეგვეძლო გატანა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დაცვაში კარგად გვეთამაშა და რისკები შეგვემცირებინა. მომეწონა თუ როგორ გაართვეს ამ საქმეს თავი ბიჭებმა“.

ჟერომ ბოატენგი: „ძალიან კარგად დავიწყეთ. შემდეგ „ლაიფციგის“ ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, რომელიც სავალალო გახდა მეტოქისათვის. თამაშის პირველ ნახევარში წარმატებული თამაში გამოგვივიდა და 2 გოლი გავიტანეთ. თამაში უკვე გაკეთებული იყო. მე-2 ტაიმში უკეთ გვმართებდა ჩვენი უპირატესობის გამოყენება. ვიცით, რომ ჯერ ყველაფერი არ გვაქვს გაკეთებული. მაგრამ წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით“.

დავიდ ალაბა: „შედეგი ნორმალურია. გაძევებამ ჩვენს სასარგებლოდ ითამაშა. სახლში თუ გაგვაქვს გოლი, მაშინ მეტოქეს ძალიან გაუჭირდება თამაშში დაბრუნება. თამაშის მე-2 ნახევარში გვსურდა ისე გვეთამაშა, როგორც პირველ ტაიმში ვითამაშეთ. ეს არ გამოგვივიდა, სამაგიეროდ დაცვაში 0-ზე ვითამაშეთ. ჩვენი მიზანიც ეს გახლდათ. ახლა, გვსურს ცხრილის სათავეში დავრჩეთ და იმ გზით წავიდეთ, რა გზასაც დავადექით“.

რალფ ჰაზენჰიუტლი: (ლაიფციგის მწვრთნელი): „ამ სეზონში ბევრი გაძევება გვაქვს. კერძოდ, შესვენებაზე უკვე სახლში დაბრუნება შეგვეძლო. ამიტომ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშეთ და ფეხბურთელებს გავუფრთხილდით, რომლებიც ოთხშაბათს გამოგვადგებიან. ბოლო რამოდენიმე დღეში „ბავარიასთან“ ორივე თამაშში თუ 2 გაძევებას იღებ, მაშინ ეს მეტად რთული ხდება მენტალურადაც“.

დიეგო დემმე (ლაიფციგის ფეხბურთელი): „ჩვენ დიდი გეგმები გვქონდა. გაძევებისა და კარში მიღებული გოლის შემდეგ, თამაში პრაქტიკულად დასრულებული იყო. თუმცა, ჩვენ კიდევ ვიმედოვნებდით, რომ კონტრშეტევაში ანგარიშის გათანაბრებას შევძლებდით. მაგრამ „ბავარიამ“ კარგად ითამაშა და მე-2 გოლიც გაიტანა. მატჩი დასრულებული იყო“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.