» » როდრიგესი: "შესანიშნავი გრძნობაა მიუნხენში გოლის გატანა"

როდრიგესი: "შესანიშნავი გრძნობაა მიუნხენში გოლის გატანა"

30-10-2017, 15:20 dachi8 სიახლეები 0

როდრიგესი:
“ბავარიის“ კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც ბუნდესლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ყვება თუ როგორ მიდის მისი ადაპტაცია მიუნხენში. 26 წლის ნახევარმცველი, კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და იუპ ჰაინკესზე, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

„შესანიშნავი გრძნობაა - პირველი გოლის გატანა მიუნხენში ჩვენი გულშემატკივრების თანდასწრებით. აშკარაა, რომ მე კვლავ მჭირდება მიუნხენში ახალ ცხოვრებასთან ადაპტირება, მაგრამ დღითი-დღე უკეთესობისკენ მივდივარ. აქ სრულიად განსხვავებული ცხოვრებაა. ამის გარდა, „ბავარიის“ თამაშის სტილს უნდა შევეჩვიო, ეს კი საათებში არ ხდება“.

ხამესმა მთავარი მწვრთნელის - იუპ ჰაინკესის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში, კარლო ანჩელოტი შეცვალა.

„ჰაინკესთან შესანიშნავი ურთიერთგაგება მაქვს. ეს ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც გუნდში წარმოუდგენელი სიმშვიდე და თავდაჭერილობა შემოაქვს. შესამჩნევია, რომ მას ბევრი რამ აქვს გავლილი. ვცდილობ ისე მოვიქცე, როგორც ყოველთვის ვიქცეოდი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში: მსურს ავითვისო რაც შეიძლება მეტი, ვისწავლო და უფრო მეტად მომწიფებული ფეხბურთელი გავხდე. ბუნებრივია, საწმე ადვილდება იმის წყალობით, რომ ჰაინკესი ესპანურ ენას ფლობს“, - აცხადებს როდრიგესი.

„ანჩელოტის თანამდებობიდან გადაყენება? არავინ არ ხარობს ასეთი ამბებით. მაგრამ, სამწუხაროდ ასეთია ფეხბურთი, მოვლენები აქ ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ყველანი, რომლებიც ფეხბურთის სამყაროში ვიმყოფებით, ეს უნდა მივიღოთ. ყოველთვის საჭიროა გახსოვდეს, რომ ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად სწრაფად შეიცვალოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მადლიერი ვარ ანჩელოტის, ყველაფრისათვის რისი სწავლაც მისგან შევძელი“, - იძახის კოლუმბიელი.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.