» » რიბერი: "ჰაინკესმა გუნდს ახალი სიცოცხლე შთაბერა"

რიბერი: "ჰაინკესმა გუნდს ახალი სიცოცხლე შთაბერა"

30-10-2017, 15:44 dachi8 სიახლეები 0

რიბერი:
“ბავარიის“ ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი არ მალავს, რომ ძალიან გახარებულია იუპ ჰაინკესის დაბრუნებით მიუნხენურ გრანდში.

„ჰაინკესი ფეხბურთელებს თავის ძალებში თავდაჯერებულობას მატებს. მისი სიტყვები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. მან ახალი სიცოცხლე შთაბერა „ბავარიის“ ფეხბურთელებს და გუნდის ერთიანობას ხელს უწყობს. როდესაც ჰაინკესი დაბრუნდა ჩვენ ერთმანეთს მჭიდროდ გადავეხვიეთ. ეს განსაკუთრებული ურთოერთობაა, რომელშიც ნდობა, სიახლოვე და გულწრფელობა მეფობს. ამ ურთიერთობამ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ კარგად გამოვიყურებოდი 2012/13 წლის სეზონში, როდესაც ჩვენ სამივე ტურნირში გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჰაინკესი კვლავ „ბავარიაშია“, მან იცის თუ მე რა შემიძლია“, - ციტირებს რიბერის სიტყვებს Kicker-ი.

„ბაიერნი“ მომდევნო ტესტს ჩემპიონთა ლიგაზე, „სელტიკთან“ დაპირისპირებისას ჩააბარებს, რომელთან გამარჯვებაც „ბავარიელებისათვის“ საკმარისი იქნება ჯგუფიდან გასვლისთვის. მატჩი სამშაბათს, ჩვენი დროით 23:45 საათზე გაიმართება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.