» » კომენტარები: სელტიკი 1 - 2 ბაიერნი

კომენტარები: სელტიკი 1 - 2 ბაიერნი

1-11-2017, 15:15 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: სელტიკი 1 - 2 ბაიერნი
გამარჯვება, 1/8 ფინალში გასვლა და შთამბეჭდავი ატმოსფერო სტადიონზე - „ბავარიის“ გასვლითმა თამაშმა გლაზგოში სრულიად გაამართლა მოლოდინები. „ჩვენ კარგად ჩავატარეთ დაპირისპირება და თამაშის ზოგიერთი მონაკვეთი უბრალოდ შესანიშნავად ჩავატარეთ“, - თვლის სვენ ულრაიხი.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „წინასწარვე გასაგები იყო, რომ თამაში ძალიან რთული და ენერგიის დამკარგავი იქნებოდა. მაგრამ თამაშის დიდი ნაწილი ჩვენ კარგად ჩავატარეთ. ბურთის კონტროლის დროს ბურთი არ ჩერდებოდა და აქტიურად გადაეცემოდა ფეხბურთელიდან ფეხბურთელს. თამაშის კარგი ორგანიზაცია გვქონდა და ტაქტიკურად კარგად ვმომქმედებდით. პერიოდულად სირთულეები გვექმნებოდა, როდესაც მეტოქე ტემპს უმატებდა და ზეწოლას ახორციელებდა. ვფიქრობ, რომ ბიჭებმა დიდი თავგანწირვით ითამაშეს. მთავარი იყო 1/8 ფინალში გავსულიყავით. დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჯგუფიდან 1-ელ ადგილზე გასვლა რთული იქნება.“.

არიენ რობენი: „იშვიათად გიწევს თამაში ასეთი ატმოსფეროს ქვეშ. ცოტათი ამითაც უნდა ისიამოვნო. შესანიშნავი იყო. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს მოვიგეთ. ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენი მე-3 თამაში იყო ბოლო 6 დღის განმავლობაში. ეფექტურები ვიყავით. უბრალოდ კმაყოფილები უნდა ვიყოთ წარმატებით. წინ მივდივართ და ყველა მატჩს ვიგებთ ჩვენს ახალ მწვრთნელთან ერთად. ნაკრების თამაშების შესვენებამდე კიდევ ერთი მატჩი გვაქვს მოსაგები“.

სვენ ულრაიხი: „ვიცოდით, რომ „სელტიკი“ გლაზგოში უკეთესად ითამაშებდა. ტრიბუნების მხარდაჭერით მათი თამაში მიუნხენში ჩატარებული თამაშისგან განსხვავდებოდა. ამას წინ აღვუდექით და პერიოდულად უბრალოდ შესანიშნავად ვმოქმედებდით“.

ნიკლას ზიულე: „რთულია წარმოიდგინო ამაზე უკეთესი ატმოსფერო სტადიონზე. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს სანახაობრივი და შთამბეჭდავი მომენტია. ვიცოდით, რომ მშობლიურ სტადიონზე მეტოქე პირველივე წუთებიდან შეგვიტევდა. ეს ჩვენ გარკვეულ სირთულეებს გვიქმნიდა. ჩვენს საჯარიმოში ბევრის უფლებას ვაძლევდით. დაცვაში უფრო კომპაქტურადაა საჭირო თამაში. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ რაუნდში გადავედით“.

ბრენდან როჯერსი (სელტიკის მწვრთნელი): „ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. კარგად ვმოქმედებდით დაცვაში, მეტოქის დაცვის ხაზში ხარვეზები ვიპოვეთ და ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ. კარში მიღებულ გოლებში მხოლოდ ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ. ასეთი დონის თამაშებში მომეტალურად და ცივი გონებით დაგსჯიან. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ დამარცხებით, მაგრამ ამ მატჩიდან ბევრი სასარგებლო დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. გვსურს, ბოლო ტურში „ანდერლეხტთან“ ევროპის ლიგაზე გასვლა გავინაღდოთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.