» » ჰაინკესი მარტინესზე: "ეს ყველას არ შეუძლია"

ჰაინკესი მარტინესზე: "ეს ყველას არ შეუძლია"

1-11-2017, 15:56 dachi8 სიახლეები 3

ჰაინკესი მარტინესზე:
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გასვლით მატჩში - „სელტიკთან“ გამარჯვების შემდეგ, გამარჯვების გოლის ავტორის ხავი მარტინესის მნიშვნელობა და თამაში აღნიშნა.

„ხავი მარტნესი ხშირად თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე სხვა აზრი გამაჩნია. მას შემდეგ რაც ის ნახევარდაცვაში დაბრუნდა, ჩვენ მოვუმატეთ სტაბილურობითა და დაცვით სამუშაოებში მთლიანად“.

„ამასთან, ის მეტად სახიფათოა სტანდარტულ პოზიციებზე. თავისი გოლი მან უბრალოდ არნახული სახით გაიტანა. ეს ყველას არ შეუძლია“, - საქებარ სიტყვებს არ იშურებს ხავი მარტინესის მიმართ იუპ ჰაინკესი.

შეგახსენებთ, რომ ბასკი ნახევარმცველი, ხავი მარტინესი, ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 2012 წელს, იუპ ჰაინკესის დიდი სურვილით „ბავარიამ“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა. 2012/13 წლის ტრიუმფალური სეზონის წარმატებაში ბასკ ნახევარმცველს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რომლის დროსაც ესპანელი ნახევარდაცვაში ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად მოქმედებდა.
1
0

zviad (1 ნოემბერი 2017 20:38)

ბოატენგი რომ (ცენზურა) მერე მიხვდები მარა მერე გვიან იქნება
1

dachi8 (1 ნოემბერი 2017 18:29)

ციტატა: -ss-
აბა რაა, არაა ამ კაცის ადგილი დაცვაში


ძლივს დაგვიბრუნეს ნახევარდაცვაში ჩვენი ბასკი ab
1

-ss- (1 ნოემბერი 2017 17:40)

აბა რაა, არაა ამ კაცის ადგილი დაცვაში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.