» » სალიჰამიჯიჩი: "უცხოელი სპეციალისტის მოწვევა, გამორიცხული არ არის"

სალიჰამიჯიჩი: "უცხოელი სპეციალისტის მოწვევა, გამორიცხული არ არის"

2-11-2017, 10:46 -ss- სიახლეები 3

სალიჰამიჯიჩი:
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ "ბავარიული" გრანდის ხელმძღვანელობა, ხსენებულ თანამდებობაზე უცხოელი სპეციალისტის მოწვევას არ გამორიცხავს.

"თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ კლუბის მომავალი მთავრი მწვრთნელის თანამდებობაზე, მხოლოდ გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურას განვიხილავთ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ყველა სხვა უცხოელ სპეციალისტს კარს ვუხურავთ. "ბავარიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, უცხოელი სპეციალისტის დანიშვნა კი გამორიცხული სულაც არ არის. ჩვენ აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ. გადაწყვეტილების მიღებაში მე დავეყრდნობი ჩვენს გუნდში მომუშავე, შესაბამის სპეციალისტებს და მხოლოდ ამის შემდგომ წარვუდგენ ინფორმაციას, ული ჰიონესა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს. როდესაც კანდიდატზე ან კანდიდატებზე, ვსაუბრობთ გასათვალისწინებელია, სათამაშო ტაქტიკისა და ფილოსოფიის საკითხები, ასევე ფეხბურთელებთან საჭირო კომუნიკაციის უნარის ქონა"-ციტირებს "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორის სიტყვებს, გამოცემა Sport Bild-ი.

ასევე, აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ბავარიის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მუშაობით, კმაყოფილებას ვერ მალავს გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ბავარიელთა ხელმძღვანელმა შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"მე ძალზედ კმაყოფილი ვარ, იუპ ჰაინკესისა და ჩვენი გუნდის მიერ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღწეული ექვსი გამარჯვებით. ეს ძალზედ სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვსურს. შაბათს, მორიგი რთული შეხვედრა გველის"

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მე-11 ტურის ეგიდით, შაბათს მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრება და მორიგი ქულების აღებას შეეცდება. 4 ნოემბერს გასამართი ზემოხსენებული მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე არის ჩანიშნული.
1
0

-ss- (2 ნოემბერი 2017 16:06)

უბრალოდ თავს იზღვევენ, გერმანელი იქნება დიდი ალბათობით შემდეგი მწვრთნელი.
1

dachi8 (2 ნოემბერი 2017 13:59)

კინსმანი დააბრუნეთ დახატავს გუნდს lool
1

muller13 (2 ნოემბერი 2017 11:58)

იცხოელი არა ტოროლა. ხო როგორმე მიდიყ დააქციეთ გუნდი
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.