» » Sky Germany : რუმენიგე კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს

Sky Germany : რუმენიგე კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს

3-11-2017, 14:16 -ss- სიახლეები 0

Sky Germany : რუმენიგე კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს
მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, „ბავარიელთა“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით , „პარი სენ-ჟერმენთან“ განცდილი მარცხის შემდგომ გამართული დიალოგის დეტალებს იხსენებს. რუმენიგეს განცხადებით მათ საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდათ.

„ პარი სენ-ჟერმენთან განცდილი მარცხის შემდეგ, კარლოსთან საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი მქონდა. მაშინ მან ამ სიტყვებით მომმართა: „ ამიერიდან შენ ჩემი ბოსი აღარ ხარ, მაგრამ მეგობრად რჩები“- ვფიქრობ ეს სიტყვები, ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც სინამდვილეშია.“-ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Sky Germany-ი ბავარიელთა ხელმძღვანელის სიტყვებს.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ასევე ისაუბრა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის შეძენასთან დაკავშირებით, კარლო ანჩელოტის პოზიციაზე და შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ეს საკითხი ზაფხულში განვიხილეთ. მაშინ ანჩელოტმა განაცხადა რომ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, თომას მიულერის კანდიდატურაც აკმაყოფილებდა, რადგანაც თვლიდა, რომ მას ამ პოზიციაზე თამაში შეეძლო. კვალიფიციური ცენტრ-ფორვარდის შეძენა, ეს ფინანსური საკითხია და კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტების გათვალისწინებით, ითქვა რომ ხსენებული ტრანსფერის აუცილებლობა არ არსებობდა.“- აღნიშნა რუმენიგემ
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.