» » კრუზეირომ რაფინიას შეთავაზება გაუკეთა

კრუზეირომ რაფინიას შეთავაზება გაუკეთა

3-11-2017, 16:07 dachi8 სიახლეები 0

კრუზეირომ რაფინიას შეთავაზება გაუკეთა
“ბავარიის“ ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზამ, შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენური კლუბი დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამორიცხავს, რადგან მეტი საფეხბურთო პრაქტიკის მიღება სურს.

რაფინიათი ბრაზილიური კლუბი „კრუზეირო“-ა დაინტერესებული, რაც მისმა პრეზიდენტმა ჟილვან ტოვარესმაც დაადასტურა.

„კი, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ბავარიის მარჯვენა მცველით. უკვე დავეკონტაქტეთ მის აგენტს და შეთავაზებაც გავაკეთეთ. ისინი გადახედავენ ამ შეთავაზებას“, - ციტირებს ტოვარესის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა tz.

ბუნდესლიგის 10 ტურში რაფინიამ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 5 მატჩში მინდორზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. 32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი „ბავარიასთან“ 2018 წლის ზაფხულს ეწურება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.