» » ზამერი: ლევანდოვსკის შემცვლელი? ეს ძალიან მგრძნობიარე მომენტია

ზამერი: ლევანდოვსკის შემცვლელი? ეს ძალიან მგრძნობიარე მომენტია

3-11-2017, 16:43 dachi8 სიახლეები 0

ზამერი: ლევანდოვსკის შემცვლელი? ეს ძალიან მგრძნობიარე მომენტია
დერ კლასიკოს წინ, დორტმუნდის „ბორუსიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და „ბაიერნის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა Eurosport-თან ინტერვიუში „ბავარიის“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის საკითხს შეეხო.

„რას ნიშნავს ახალი თავდამსხმელი - დამატებითი სპორტული თვალსაზრისით - ასევე ჯგუფური დინამიური პროცესებისთვის? - ის კმაყოფილია როლით, როდესაც თამაშში არ იღებს მონაწილეობას. რობერტმა ახლა განაცხადა, რომ ის ბედნიერი იქნებოდა თუ მას ალტერნატივა ეყოლებოდა. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, როდესაც ბომბარდირისათვის საქმე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ თამაშებზე მიდგება. შემდეგ, მწვრთნელი მიდის და ეუბნება: შენ ახლა მშვიდად დაჯექი სკამზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარსაა მოახლოებული. შემდეგ კი მსურს მოვისმინო ყველაფერი რასაც მისი ორი აგენტი მომავალში იტყვიან ამის საწინააღმდეგოდ, რომ მას მხარდაჭერა არ ჰქონდა“.

„ეს აბსოლიტურად მაღალი დონის მგრძნობიარე მომენტია და თუ შენ ალტერნატივაზე ლაპარაკისას მის შედეგებზე არ იფიქრებ - ძალიან სულელურია. მაგრამ მე ვიცი, რომ „ბაიერნი“ ამას არ გააკეთებს. ისინი ამას საუკეთესო გზით გადაწყვიტავენ“. - იძახის ზამერი.

შაბათს, „ბორუსიის“ წინააღმდეგ მატჩში, რობერტ ლევანდოვსკი როგორც იუპ ჰაინკესმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მონაწილეობას მიიღებს. პოლონელი თავს კარგად გრძნობს და მატჩში თამაშისათვის მზადაა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.