» » ჰამანმა ლევანდოვსკის შემცვლელზე და რობენზე ისაუბრა

ჰამანმა ლევანდოვსკის შემცვლელზე და რობენზე ისაუბრა

3-11-2017, 18:15 dachi8 სიახლეები 0

ჰამანმა ლევანდოვსკის შემცვლელზე და რობენზე ისაუბრა
„ბავარიის“ ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა, რომელიც „ბაიერნში“ 1992-1998 წლებში თამაშობდა, განაცხადა, რომ მიუნხენურ კლუბში ლევანდოვსკის შემცვლელის მოყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„როგორც უმრავლესობა, ასევე მეც „ბავარიაში“ ლევანდოვსკის შემცვლელის მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ვინ უნდა იყიდონ პოლონელის შემცვლელად? კარგი თავდამსხმელი, რომელმაც სეზონის დასაწყისშივე იცის, რომ სეზონში 5 მატჩს ითამაშებს? ახალგაზრდა, რომელსაც პრაქტიკა არ ექნება? ვერ ვხედავ მე დიდ პრობლემას, იმაში რომ სეზონი იმ ფეხბურთელებით დაასრულოს „ბავარიამ“ რომლებიც ხელთ ყავთ“, - იძახის ჰამანი.

„თუმცა ჩემთვის ნამდვილი იმედგაცრუება არიენ რობენის ბოლო თამაშებია. რადგან ის ისე არ ბრწყინავდა, როგორც ამას მიგვაჩვია და „ბავარიას“ მისი სათამაშო თვისებების გარეშე გაუჭირდება. ახლა შემოდგომაზე და ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქულების აღება და თამაშების მოგება. ამიტომ კარგი იქნებოდა არიენს მოემატებინა“ - ციტირებს ჰამანის სიტყვებს Sport1.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.