» » ჰიტცფელდი: დორტმუნდის "ბორუსია" კრიზისში არ იმყოფება

ჰიტცფელდი: დორტმუნდის "ბორუსია" კრიზისში არ იმყოფება

3-11-2017, 19:33 -ss- სიახლეები 1

ჰიტცფელდი: დორტმუნდის
მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდი "ყვითლების" ამჟამინდელი თავკაცის, პეტერ ბოშის მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ხსენებული სპეციალისტის "სათამაშო ფილოსოფიის" ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. ინტერნეტ-გამოცემა GOAL-თან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" ყოფილი დამრიგებელი, ზემოაღნიშნულ გუნდებს შორის მოახლოებულ შეხვედრასაც შეეხო და შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა.

"პეტერ ბოშის სათამაშო ფილოსოფიაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "დორტმუნდელთა" დაცვა უფრო დისციპლინირებული და საიმედო გახდეს. მის გადაწყვეტილებებს ინტერესით ველი. "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრაში, "ბორუსიას" აქვს შესაძლებლობა გაიმარჯვოს და ნეგატიური ტენდენცია შეწყვიტოს. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი კრიზისში არ იმყოფება"-ციტირებს ოტმარ ჰიტცფელდის სიტყვებს გამოცემა GOAL-ი.

გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურის ეგიდით, შაბათს გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა იულიან ვაიგლმა.

"რა თქმა უნდა, ბევრს ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. მოედანზე ჩვენს მოქმედებებში პანიკა არ უნდა შეინიშნებოდეს. პირიქით, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე თამაში და მისგან სიამოვნების მიღება გვმართებს. "ბორუსიას" აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ "ბაიერნისათვის" ქულების ართმევა ძალუძს"-აღნიშნა ვაიგლმა.

ზემოხსენებულ მატჩთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა, მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმაც. ანალიტიკურ-სპორტულ გამოცემა sport1 თან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" ვინგერი აღნიშნავს, რომ მეტოქე გუნდს ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა ელის.

"დორტმუნდელთა წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხი ელის არა მიუნხენის "ბაიერნს" არამედ "ბორუსიას". ჩვენ მათ ხუთი ქულით ჩამოვრჩებოდით, ახლა კი სამი ქულით ვუსწრებთ. რითიც ძალიან გახარებულები ვართ"
1
1

dachi8 (3 ნოემბერი 2017 20:51)

რატომღაც ფრე მგონია, ან მეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას განვიცდი და ამდენი მოგების შემდეგ იმიტომ მგონია ფრე lool
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.