» » კომენტარები: დორტმუნდის ბორუსია 1 - 3 ბაიერნი

კომენტარები: დორტმუნდის ბორუსია 1 - 3 ბაიერნი

5-11-2017, 03:40 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: დორტმუნდის ბორუსია 1 - 3 ბაიერნი
მაღალი ტემპი, ორთაბრძოლები, საგოლე მომენტები, 4 გოლი... „ბავარიისა“ და დორტმუნდის თამაში ყურებადი გამოვიდა. „მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო ამ მატჩისთვის! ეს შესანიშნავი თამაში იყო, - ხარობს იუპ ჰაინკესი მატჩის 3:1 ანგარიშით მოგებით - „4 კვირის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ დორტმუნდს ამ დროში 6 ქულით, ხოლო ლაიფციგს 4 ქულით გავუსწრებდით“, - აჯამებს შედეგს მწვრთნელი.

მატჩის შემდგომი კომენტარები

იუპ ჰაინკესი: „დღეს ჩვენ ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, რომელმაც შესანიშნავი ფეხბურთი გვანახა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ დორტმუნდს მშვენიერი შანსები ჰქონდა მეტის გატანის. მაგრამ სვენ ულრაიხი საიმედოდ მოქმედებდა. გუნდი 100 პროცენტით მოტივირებულია, მხოლოდ მოგებები გვსურს. მსურს გუნდს მადლობა გადავუხადო ამ მატჩისთვის! ეს შესანიშნავი თამაში იყო! 4 კვირის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ დორტმუნდს ამ დროში 6 ქულით, ხოლო ლაიფციგს 4 ქულით გავუსწრებდით. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამისთვის რომ მიგვეღწია. როდესაც გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდებიან, კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ და ვიმედოვნებ უფრო წარმატებულადაც“.

მათს ჰუმელსი: „ამ თამაშში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. „ბორუსიას“ თავისუფლად შეეძლო კიდევ გატანა. ბოლოსკენ მათ არ მივეცით მეორე გოლის გატანის უფლება. რეალიზაციამ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა. არ გვეწყინება თუ ჩემპიონატი მოსაწყენი გახდება (ბავარია თუ დიდი სხვაობით გაუსწრებს სხვა გუნდებს). მაგრამ მე არ ვფიქრობ რომ ეს მოხდება. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს 2 თუ 3 თამაშის შემდეგ. ამიტომ წინ უნდა წავიდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულნი ვართ, თუ როგორ მიდის ჩვენი თამაშები იუპ ჰაინკესის მეთაურობით“.

რობერტ ლევანდოვსკი: „ეს ძალიან შეტევითი თამაში იყო. ორივე გუნდს ბევრი მომენტი ჰქონდა. ჩვენ 3-ჯერ გავიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელიც აჩვენებს, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფებით“.

პეტერ ბოში („ბორუსიის“ მწვრთნელი): „ბავარიამ“ უნაკლოდ ითამაშა უპირველეს ყოვლისა პირველ ტაიმში. ვცდილობდით მეტოქეს დავწეოდით, მაგრამ ყოველთვის ვიგვიანებდით. ვგეგმავდით ძალიან კომპაქტურად გვეთამაშა, მაგრამ ეს ჩვენ არ გამოგვივიდა. მხოლოდ მე-2 ტაიმში ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ამგვარად თამაში“.

გონსალო კასტრო: „პირველ ტაიმში ჩვენ გაცილებით ნაკლები აგრესიით ვთამაშობდით, ვიდრე მე-2 ტაიმში. ამის მიუხედავად, ორი-სამი 100 პროცენტიანი მომენტი გვქონდა, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა. 2:0 მაშინ მივიღეთ, როდესაც 10 კაცით ვიყავით დარჩენილი, რომელიც თავისუფლად შეგვეძლო აგვერიდებინა. მატჩის მე-2 ნახევარში მცდელობა არ დაგვიკლია, შანსები გვქონდა ერთი გოლი გაგვეტანა და ინტრიგა შეგვენარჩუნებინა. არის მომენტები, როდესაც ერთად უნდა დავდგეთ მთელი გუნდი“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.