» » რობენი - ბავარიის ახალი რეკორდსმენი

რობენი - ბავარიის ახალი რეკორდსმენი

5-11-2017, 03:56 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

რობენი - ბავარიის ახალი რეკორდსმენი
არიენ რობენმა თავის წარმატებულ და გრძელ კარიერაში ახალი რეკორდი დაამყარა. დორტმუნდში „ბავარიის“ მაისურით მისი სადებიუტო გოლი 93-ე გამოდგა ბუნდესლიგის ფარგლებში. ამგვარად, ჰოლანდიელი ყველაზე წარმატებული უცხოელი ბომბარდირი გახდა კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჯოვანე ელბერს (92) გადაუსწრო. ამასთან, არიენმა თავის თანამემამულეს ვილი ლიპენსაც გადაუსწრო და ბუნდესლიგაში ყველაზე შედეგიანი ჰოლანდიელი გახდა.

„არიენი - არა მხოლოდ მაღალი დონის, არამედ ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. მისი პროფესიონალიზმი - ბევრისთვის მაგალითია. ის ფეხბურთით ცხოვრობს. შესანიშნავი გუნდური მოთამაშე, რომელიც შეტევაშიც მოქმედებს და დაცვასაც ეხმარება. ის ენერგიულია და გამარჯვებები სწყურია. ეს აშკარად ჩანს მოედანზე და მის გარეთაც“, - ასე აქებს ვეტერანს იუპ ჰაინკესი, რომელიც დორტმუნდში მოედანზე კაპიტნის რანგში გამოვიდა.

უკვე ახლა რობენის რეკორდთან ახლოს ლევანდოვსკი იმყოფება. „ბორუსიასთან“ მატჩში პოლონელმა თავისი 88-ე გოლი გაიტანა „ბავარიის“ შემადგენლობაში და სრულიად თავისუფლად შეუძლია ჰოლანდიელს სეზონის დასრულებამდე გაუსწროს. პოლონელი ფორვარდი ამჟამად მე-3 ადგილზე იმყოფება უცხოელ ბომბარდირთა სიაში. 1 გოლით ნაკლები აქვს ექს-ბავარიელს კლაუდიო პისაროს (87), რომელსაც ბუნდესლიგაში 191 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ბუნდესლიგის ყველაზე წარმატებულ უცხოელ ბომბარდირად ითვლება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.