» » Goal: ლოთარ მათეუსის რჩევა "ბაიერნს"

Goal: ლოთარ მათეუსის რჩევა "ბაიერნს"

6-11-2017, 10:24 -ss- სიახლეები 2

Goal: ლოთარ მათეუსის რჩევა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას რჩევას აძლევს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი უკანახაზელი აღნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, კრისტიან პულიშიჩი საუკეთესო შენაძენი იქნებოდა, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის ჩასანაცვლებლად.

"თუკი ოდესმე "ბავარიაში" დაიწყებენ ფიქრს, ისეთი ფეხბურთელების შემცვლელის ძებნაზე, როგორიც ფრანკ რიბერი და არიენ რობენია, მაშინ მე მათ ვურჩევდი ყურადღება გაამახვილონ, კრისტიან პულიშიჩზე. ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის, მაგრამ მას უკვე აქვს უმაღლესი საფეხბურთო თვისებები. ამ ფეხბურთელის სისწრაფისა და თავდაჯერებულობის გათვალისწინებით, მას შეუძლია ნებისმიერ დავალებას, თავი წარმატებით გაართვას"-აღნიშნა მათეუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კრისტიან პულიშიჩი, დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში, 2016 წლის 4 იანვარს ჩაირიცხა. ხსენებულ ფეხბურთელსა და გერმანულ კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ზაფხულამდე აქვს განსაზღვრული. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ახალგაზრდა ნახევარმცველმა "შავ-ყვითელთა" მაისურით, ყველა ტურნირზე 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა სამი გატანილი გოლის და ერთი შედეგიანი გადაცმის ავტორი.
1
0

-ss- (6 ნოემბერი 2017 16:24)

dachi8,
ხოო, გერმანული იუმორია ასეთი kicha

პულიშიჩი რო არ იყოს ახალგაზრდა ვიფიქრებდი რომ ძაან ძველი ინტერვიუა kicha
1

dachi8 (6 ნოემბერი 2017 15:26)

ოდესმე თუ დაიწყებენ რობენისა და რიბერის შემცვლელის ძებნასო????? ოდესმეო??? kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.