» » რუმენიგე: სანჩესმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა

რუმენიგე: სანჩესმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა

6-ნოე-2017, 11:40
0354
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერმანულ სპორტულ გამოცემა, Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ განიხილება ხსენებული ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა შემდეგი პასუხი გასცა.

"ვფიქრობ, სანჩესმა საკუთარი არჩევანი, ერთ-ერთი კლუბის სასარგებლოდ, დიდი ხნის წინ გააკეთა. იანვარში მისი შეძენის შესაძლებლობა არ იქნება. ჩვენ არ ვფიქრობთ ალექსის სანჩესზე, ჩვენთვის ასეთი თემა არ არსებობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იგი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელი ვერ იქნება. ამ ორ ფეხბურთელს განსხვავებული სათამაშო პოზიციები აქვთ"-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Sky Germany-ი.

ხაზგასასმელია, რომ ალექსის სანჩესსა და ლონდონის "არსენალს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, 28 წლის შემტევმა ინგლისის პრემიერ-ლიგის, თასის და ევროპის ლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა ორი გოლი და განახორციელა სამი შედეგიანი გადაცემა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..